დიარა ვარჯიშზე არ გამოცხადდა
ლასანა დიარასა და ჟოზე მოურინიოს შორის დაძაბულობა უკვე პიკს აღწევს. ფრანგი ფეხბურთელი ვარჯიშზეც უარს ამბობს. აშკარაა, რომ იგი დატოვებს "ბლანკოსის" შემადგენლობაას...
პაუზის შემდეგ, ნახევარმცველი ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე უნდა გამოჩენილიყო და ინდივიდუალური პროგრამით ევარჯიშა, რადგან მოურინიო მას გუნდთან ერთად არ ამზადებს. ასეთ სიტუაციაში არიან პედრო ლეონი და დრენტეც, მაგრამ მათ დათქმულ დროს გამოჩენა და მომზადება ამჯობინებს, ხოლო ლასანა არავის უნახავს.
ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "რეალის" 10 ნომრიან მაისურს სხვა ფეხბურთელი ჩაიბარებს.
დიარას შეძენით ყველაზე მეტად ტოტენჰემი და მანჩესტერ "იუნაიტედი" ინტერესდებიან, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონი განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენს. გამომდინარე აქედან, ყველაზე მეტი შანსი სწორედ მანჩესტერულ გიგანტს აქვს.
- 26 ივლისი 2011
- 2 345
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.