ყველა ბილეთი გაყიდულია
მადრიდის "რეალი" უკვე მეოთხედ სტუმრობს გერმანიას წინა სასეზონო მომზადებისთვის. "მერენგები" ამჯერად "ჰერტას" ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ბერლინის ოლიმპიური სტადიონი ზუსტად 74 244 კაცს იტევს. უკვე ყველა ბილეთი გაიყიდა. მესუთ ოზილისთვის ეს პირველი მატჩი იქნება თავის სამშობლოში "რეალის" მაისურით.
ბერლინის ოლიმპიური სტადიონი 1934-1936 წლებშჳ შენდებოდა. იგი განკუთვნილი იყო 1936 წლის ოლიმპიური თამაშებისთის. ამ სტადიონზე ძალიან ბევრი საინტერესო რამ მომხდარა. იესე ოუვენმა აქ 4 ოქროს მედალი მოიგო ოლიმპიადაზე, აქ ჩატარდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იტალიასა და საფრანგეთს შორის, აქ დაამყარა უსაინ ბოლტმა მსოფლიო რეკორდი 100 მეტრ დისტანციაზე სირბილში. მან ხსენებული მანძილი 9.58 წამში დაფარა...
- 26 ივლისი 2011
- 2 390
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.