Cadena Cope: პედრო ლეონი შემდეგ სეზონს "ხეტაფეში" გაატარებს

პედრო ლეონი შემდეგ სეზონს "ხეტაფეში" გაატარებს, იტყობინება "Cadena Cope". "ს.კ ხეტაფეს" პრეზიდენტი, მიგელ ანხელ ტორესი, გუშინ კიდევ ერთხელ ესტუმრა "სანტიაგო ბერნაბეუს", პედრო ლეონთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. მოლაპარაკებები უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის.

გასულ პარასკევს ტორესი "ბერნაბეუს" ესტუმრა შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა: "გააგრძელეთ მუშაობა, ზაფხული გრძელი იქნება." გუშინდელმა მოლაპარაკებებმა "რეალსა" და "ხეტაფეს" შორის წარმატებით ჩაიარა - პედრო ლეონი პრაქტიკულად თავის ძველ კლუბს უბრუნდება. მურსიელი "რეალიდან" არენდის წესით მიდის ("ს.კ. ხეტაფე" მას 2 მილიონ ევროს გადაუხდის ხელფასის სახით). "რეალს" კი მისი გამოსყიდვა შემდეგ წელს შეეძლება, გამოსასყიდი თანხა 8 მილიონ ევროს შეადგენს.

"ხეტაფე" მხოლოდ პედრო ლეონის გადაბირებას არ ცდილობს. თუ "ბლანკოსი" იანვარში ნეიმარს შეიძენს და შესაბამისად გუნდში საკმარისი რაოდენობის ფორვარდი იქნება, "ხეტაფე" ეცდება შეიძინოს ალვარო მორატა და ხოსე მარია კალეხონი.

სტატია მომზადებულია As.Com - ზე დაყრდნობით

  • MoraTa
  • 26 ივლისი 2011
  • 2 093

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 11
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (240)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)