U19: Spain 4 - 1 Belgium
რუმინეთში მყოფმა მორატას, ალექსისა და კარვახალის ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ჩაატარა. მატჩი 20 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა თამაშის დაწყებიდან 15 წუთში (ამ დროს ესპანელები უკვე 1-0 ს იგებდნენ მორატას გოლის წყალობით) მომხდარი უსიამოვნო ფაქტის გამო შეხვედრის არბიტრმა მიიღო გადაყწვეტილება, რომლის თანახმადაც მატჩი 21 რიცხვში დაინიშნა. ასე რომ მორატას გოლი, რომელიც აძლევდა უპირატესობას ესპანეთს მატჩის დაწყებიდან მცირე დროში გაუქმდა.
შემდეგ დღეს, მატჩი დაიწყო 0 წუთიდან, შესაბამისად ტაბლოც განულდა. ალექსი, მორატა და სარაბია თავიდანვე საწყის 11-ეულში იყვნენ. 13 წუთის განმავლობაში მორატა ხშირად "აწუხებდა" მეკარეს, ერთხელაც ერთ-ერთ ჩვეულებრივ შეტევას მეკარის უხეში შეცდომა და პენალტი მოყვა, რომელიც ყოფილმა კანტერანომ, პაბლო სარაბიამ ზუსტად შეასრულა.
პირველი ტაიმი ანგარიშით 1-0 დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარის დაწყებიდან მალევე (`46) ბელგიელებმა, კერძოდ ფლორენტ კუველიერმა ისარგებლა ესპანელთა მეკარის, ედგარ ბადიას შეცდომით და ანგარიში გაათანაბრა. ხინეს მელენდესმა მიმდინარე წუთებში 3 შეცვლა განახორციელა (სწორედ ამ დროს ჩაერთო მატჩში კიდევ ერთი კანტერანო, დანიელ კარვახალი). შეცვალზე შემოსულმა პაკო ალკასარმა 65-ე წუთზე გოლი გაიტანა, ესპანელები კვლავ დაწინაურდნენ.
მატჩის 91 - ე წუთი, ხუან მუნიოსის ბრწყინვალე თამაშმა შედეგი გამოიღო - 3:1. მატჩი დასრულებამდე კიდევ ერთი გოლი გავიდა, 93 - ე წუთზე თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა.
სტატია მომზადებულია Real Madrid Castilla Fan Club - ზე დაყრდნობით
- 22 ივლისი 2011
- 2 761
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.