News!!!

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ახალ ამბავს მადრიდის "რეალის" შესახებ და განვლილ მატჩზე, რომელიც "ბლანკოსმა" "ჩივასთან" ჩაატარა და 3-0 გაიმარჯვა...

ისტორიული მეტოქე - "ჩივასი"



როგორც იცით, მადრიდის "რეალი" დილაადრიან მექსიკურ "ჩივასს" დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა კრიშტიანო რონალდოს ჰეტ-ტრიკით. აღნიშნული კლუბი უდიდესი ისტორიის მქონეა. იგი 1906 წელს ბელგიელმა და ფრანგმა ტურისტებმა დაარსეს. თავდაპირველად "ლა უნიონი" უწოდეს. ორ წელში კლუბის ხელმძღვანელობაში განხეთქილება მოხდა და დამაარსებლები ევროპაში დაბრუნდნენ. სათავეში კი - გრეგორიო ოროზკო ჩადგა და მან სახელიც შეცვალა და კლუბს "გვადალახარა" უწოდა. ამ წლიდან მოყოლებული დღემდე კლუბში მხოლოდ მექსიკური წარმოშობის ფეხბურთელები ირიცხებიან.

News!!!


კლუბის სახელწოდება("ჩივასი") ითარგმნება,როგორც თხა. "ჩივასი" აღნიშნულ კლუბს 1949 წელს ეწოდა. ამის გამო ორი მიზეზი სახელდება. 1949 წლის 14 ივლისს "ჩივასის" თამაშისას თხა გამოვარდა მოედანზე, ხოლო მეორე მოსაზრების თანახმად გუნდს სახელი ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უწოდა. მან "გვადალახარას" ფეხბურთელების თამაშზე შემდეგი სახელწოდების სტატია დაწერა - "ისინი დარბოდნენ,როგორც შეშლილი თხები".


ახლაწვეულები "რეალზე"



მადრიდის "რეალს" ოთხი უნიჭიერესი ახლაგაზრდა შენაძენი ჰყავს კოენტრაოს, ვარანეს, შაჰინისა და კალეხონის სახით. ისინი ამჟამად ლოს ანჯელესში კლუბთან ერთად იმყოფებიან და წინასასეზონო მზადებს გადიან. სამწუხაროდ შაჰინს ტრავმა აწუხებს და ის ჯერ გუნდს ვერ ეხმარება. ისინი ყოველ კომენტარში თითქმის ერთმანეთის ანალოგიურს ლაპარაკობენ და ყველანი აღფრთოვანებულნი არიან "რეალში" თამაშით. ოთხივენი დიდ იმედებს ამყარებენ მომავალ სეზონზე.

News!!!


"ჩვენ გპირდებით,რომ უფრო და უფრო მეტს ვიშრომებთ. ჩვენ გვჯერა,რომ დიდებული სეზონი გვექნება. ჟოზე მორინიო მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ახლახანს გადმოვედით მადრიდში, მაგრამ თავს ისე ვგრძნობთ,როგორც საკუთარ ოჯახში. ჩვენთვის დიდი პატივია,რომ თეთრ მაისურს ვატარებთ."

როგორც ზემოთ ვახსენე, შაჰინის დებიუტი ტრავმის გამო ჯერ არ შემდგარა. ფაბიო კოენტრაო "გალაქსისთან" შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კალეხონმა სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა, ხოლო ვარანემ "ჩივასთან" უბრწყინვალესი მატჩი ჩაატარა.


პალესტინის პრეზიდენტი სტუმრად "ბერნაბეუზე"



რამდენიმე დღის წინ მადრიდს პალესტინის დელეგაცია სტუმრობდა პრეზიდენტის მეთაურობით. ცხადია, ისინი "ბერნაბეუსაც" ეწვივნენ. მათ მადრიდის "რეალის" ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა ენრიკე სანჩესმა უმასპინძლა. პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა და მისმა დელეგაციამ სტადიონი და მასში მდებარე მუზეუმი დაათვალიერეს და აღფრთოვანებულები დარჩნენ "რეალის" მონაგარით.

News!!!


მაჰმუდ აბასი:

"მე ვარ მადრიდის "რეალის" ნამდვილი გულშემატკივარი. მოხარული ვარ აქ ყოფნით. მე ძალიან მიყვარს სპორტი, განსაკუთრებით ფეხბურთი. იმედი მაქვს,რომ "რეალი" ყველა იმ ტურნირზე იქნება წარმატებული, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს. მათ აქვთ ფანტასტიური სტადიონი. ვისურვებდი,რომ მსგავსი პალესტინაშიც იყოს. ასევე მოხარულები ვიქნებით,რომ "რეალის" ფეხბურთელები ჩვენს ქვეყანას ეწვივნონ."


ფონდი დაჯილდოვდა



მადრიდის "რეალის" ფონდმა სოციალური სამსახურიდან ჯილდო მიიღო ამ სფეროში მნიშნელოვანი წვლილის შეტანისთვის. ჯილდო პირადად ამ სამსახურის დირექტორმა ფონდის ვიცე-პრეზიდენტს ენრიკე სანჩესს გადასცა. შეხვედრა "ბერნაბეუს" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

News!!!


ენრიკე სანჩესი:

"ამ ჯილდოს მიღება ძალიან მნიშნელოვანი და სასიხარულოა მადრიდის "რეალისთის. ჩვენ გავაგრძელებთ წარმატებით მუშაობას."

ჰანსპეტერი - სოციალური სამსახურის გენერალური დირექტორი:

"მადრიდის "რეალმა" ეს ჯილდო როგორც სპორტულ, ისევე სოციალური წარმატებისთვის მიიღო. ისინი ამას აშკარად იმსახურებდნენ."

სტუმრებმა სტადიონი და მუზეუმიც დაათვალიერეს და ენრიკე სანჩესისგანაც მიიღეს საჩუქრები...


სტატიის ავტორი: wishmaster

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)