"რეალ მადრიდ იბერია"
კოენტრაოსა და კალეხონის ტრანსფერებმა მხოლოდ გაზარდეს პირველ გუნდში პირენეის ნახევარკუნძულის წარმომადგენელთა რიცხვი. "რეალ მადრიდ იბერია" შედგება 10 ესპანელისაგან (პედრო ლეონისა და სერხიო კანალესის ჩათვლით, რომლებმაც შესაძლოა გუნდი დატოვონ) და 4 პორტუგალიელისაგან. ამ ორი ქვეყნის ფეხბურთელების კომბინაცია ქმნის გუნდის ხერხემალს ტალანტური, ძლიერი სულის და უნივერსალური ფეხბურთელებით. სწორედ ეს სამი თვისება ქმნის "მოურინიოს გუნდის" საფუძველს.
სწორედ ამ ფეხბურთელებისაგან შეიძლება შევადგინოთ სრულფასოვანი გუნდი: იკერ კასილასი კარში; რამოსი, კარვალიო, ალბიოლი და არბელოა - დაცვაში; ხაბი ალონსო, პეპე და გრანერო - ნახევარდაცვაში; კალეხონი, რონალდო და კოენტრაო - თავდასხმაში.
მოურინიომ შეძლო შეექმნა მადრიდში არც ისე დიდი პორტუგალიური კოლონია, მაგრამ გუნდის "ესპანიზაცია" კვლავ გრძელდება. წელს გუნდში მოვიდა ხოსე კალეხონი, რომელიც მალევე ხდება ორი "პროექტის" მონაწილე - "კანტერიზაციისა" და "ესპანიზაციის". კალეხონმა ჩაატარა ბრწყინვალე სეზონი და მას აქვს ის "ხარისხი", რომელიც ჯდება მოურინიოს მოთხოვნებში. მოურინიო აგრძელებს გუნდისათვის მრავალფუნქციური ფეხბურთელების ამორჩევას.
და მაინც, ყოველივე ამის მიუხედავად, "რეალი" ყოველთვის იყო ინტერნაციონალური კლუბი, ყოველ შემთხვევაში, ბოლო ათი წელია ასეა. ამჟამად გუნდში არიან: 3 ფრანგი, 3 არგენტინელი, 3 გერმანელი, 2 თურქი, 2 ბრაზილიელი და 1 ჰოლანდიელი.
სტატია მომზადებულია Marca.Com - ზე დაყრდნობით
- 21 ივლისი 2011
- 2 721
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.