ესპარზა და პონსე "რეალზე"
როგორც იცით, მადრიდის "რეალი" გამთენიისას "ჩივასს" დაუპირისპირდება. მექსიკური გუნდის ორმა ფეხბურთელმა - მიგელ ანხელ პონსემ და ომარ ესპარზამ მომავალ შეხვედრაზე ისაუბრეს...
მიგელ ანხელ პონსე:
"ეს თამაში მიეკუთვნება ისეთი მატჩების კატეგორიას, სადაც ფეხბურთელმა თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ ვთვლით,რომ მადრიდის "რეალი" მსოფლიოში უდიდესი კლუბია,რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის ფეხბურთელებით. მაგრამ მოედანზე მხოლოდ 11 მათგანი გამოდის და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ,რომ კონცენტრაცია მოვახდინოთ და კარგი თამაში შევთავაზოთ გულშემატკივრებს."
ომარ ესპარზა:
"ჩვენ ვეთამაშებით ერთ-ერთ უდიდეს კლუბს მსოფლიოში. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ამით, რადგან ყველას არ ეძლევა შესაძლებლობა "რეალთან" ითამაშოს. ეს იქნება მატჩი,რომელსაც მთელი მსოფლიო მიადევნებს თვალს."
- 21 ივლისი 2011
- 1 988
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.