ნეიმარი : "ამ წელს არსად წავალ"

კოპა ამერიკიდან და ბრაზილიის ნაკრების გამოთიშვის შემდეგ, ნეიმარი გათავისუფლდა და იგი არდადაგებს იწყობს. ახალგაზრდა მოთამაშემ ჟურნალისტები მოიწვია და კომენტარი გააკეთა, ხოლო ამის შემდეგ ითხოვა, რომ აღარ შეეწუხებინათ სატრანსფერო საკითხებით...

"ამ წელს სამშობლოში ვრჩები და არსად მივდივარ, გამორიცხულია ჩემი რომელიმე გრანდში გადასვლა, ეს გადაწყვეტილება მტკიცედ მივიღე და მხოლოდ მომავალ სეზონზე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "არსად მივდივარ", ასე რომ ძალიან გთხოვთ სატრანსფერო ჭორებს ნუ გაავრცელებთ, რომელიც ჩემთან იქნება დაკავშირებული."

"ახლა ოჯახთან ერთად ვარ და თავისუფალი დროით ვტკბები, არ მსურს ზედმეტი პრობლემების შექმნა."

ამ განცხადების შემდეგ, უკვე ნათელი გახდა, რომ ახალგაზრდა მოთამაშე წელს "რეალის" ფეხბურთელი აღარ გახდება, ჟოზე მოურინიოს კი თუ ძალიან სურს კიდევ ერთი ფორვარდის დამატება, სხვა კანდიდატურების განხილვა მოუწევს.

შეგახსენებთ, ყველაზე მეტი პოპულარობით ორი არგენტინელი, კარლეს ტევესი და სერხიო აგუერო სარგებლობენ, რომელთა ფასიც 40-40 მილიონი ევროა.

  • Hala
  • 20 ივლისი 2011
  • 2 950

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)