სერ ალექსმა ლასანას დაუმიზნა
ლასანა დიარა ძალიან უკმაყოფილოა ამჟამინდელი მდგომარეობით, იგი მადრიდში იმყოფება და ინდივიდუალურ ვარჯიშებს გადის. ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით ფრანგი მოთამაშე არ იმყოფება ამერიკულ ტურნეზე, სადაც "ბლანკოსი" ინტენსიურ მზადებას გადის და სეზონისთვის ემზადება...
CalcioNews24-ზე დაყრდნობით მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს, სერ ალექს ფერგიუსონს უკვე სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი საყრდენის შეძენა და ამისთვის მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელი სკაუტები სულ მალე ეწვევიან მადრიდს და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან, შოტლანდიელ სპეციალისტს ძალიან სურს ლასის იუნაიტედში ხილვა.
თავად ფეხბურთლმა მთავარ მწვრთნელს პრეტენზიები წაუყენა. მისი თქმით აუცილებელია, რომ მეტი ითამაშოს და უფრო მეტი ხელფასი ჰქონდეს, რადგან გუნდისთვის ბევრს აკეთებს და გარჯა უნდა დაუფასდეს, ჟოზეს კი ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვს.
დიარას შეძენით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მაგრამ ყველაზე რეალურ კანდიდატად სწორედ მანჩესტერული გიგანტი ითვლება, რადგან "ბლანკოსის" ადმინისტრაციას, რეალურ წინადადებას მხოლოდ ინგლისელები სთავაზობენ.
- 20 ივლისი 2011
- 2 002
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.