არბელოა : "მხოლოდ მომზადებაზე ვართ კონცენტრირებულნი"

ალვარო არბელოა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ინტერვიუ მისცა...

"ძალიან კარგად მიდის მზადება, 4 დღეში ერთხელ თამაშების გამართვა გვიწევს და ამას თან ერთვის ინტენსიური მომზადება, რომელიც ფიზიკურ კონდიციაზე კარგად მოქმედებს. ხალხი ჩვენგან ბევრს ითხოვს და იძულებულები ვართ მათი სურვილები ავასრულოთ."

"ვარანე შესანიშნავი შენაძენია, რომელსაც ბრწყინვალე კონდიციები აქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელი "რეალში" ბევრს მიაღწევს და წარმატებული იქნება. რთულია ახალ გუნდთან ადაპტირება, მაგრამ არა შუეძლებელი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად იგი ყველა ბარიერს დაძლევს."

"ამჟამად მხოლოდ ტურნეზე ვართ კონცენტრირებულნი და არ ვფიქრობთ "ბარსელონასთან" გასამართ შეხვედრებზე, რადგან ეს შორეული მატჩია, სუპერ თასის შეხვედრებს დიდი პასუხისმგებლობით მივუდგებით, მაგრამ ამისათვის წინასასეზონო მომზადებაა საჭირო."

"ჩვენ გვყავს შესანიშნავი და მრავალფეროვანი მწვრთნელი, რომელსაც ბევრი ცვლილება შეუძლია და სწორედ ეს არის წარმატების საწინდარი."

  • Hala
  • 19 ივლისი 2011
  • 1 732

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (33)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)