ფენომენი თავის მემკვიდრედ ნეიმარს მიიჩნევს
კოპა ამერიკას, ორი მთავარი ფავორიტი გამოეთიშა. ჩვენთვის გულდასაწყვეტი ეს იმიტომ არის, რომ მადრიდის ''რეალი'' აკვირდება ორ ფეხბურთელს, რომლებიც ამ ჩემპიონატზე გამოდიოდნენ და რომლებსაც ბევრი ჰქონდათ დასამტკიცებელი. თუნდაც ის, რომ ღირსნი არიან თუ არა მადრიდში სათამაშოდ. ეს ფეხბურთელები კი ნეიმარი და აგუერო გახლავთ.
ბრაზილიურ ფეხბურთს არაერთი უდიდესი თავდამსხმელი აღუზრდია. ერთ–ერთი ასეთი არის რონალდო, რომელიც მისი პარანორმალური ნიჭის ნიადაგზე, მონათლულ იქნა ფენომენად.
ხშირად მიდის საუბარი იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება გახდეს მისი მემკვიდრე. თავად კიჭამ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
''დღეისათვის ნეიმარი საუკეთესოა ბრაზილიაში. როცა იგი გადავა ევროპაში სათამაშოდ, ეს შეიძლება მოხდეს ერთ წელში, ან თუნდაც ორ წელში, დარწმუნებული ვარ, რომ იგი გახდება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ''
რონალდო ასევე ურჩევს ნეიმარს, რომ კონცენტრირება მხოლოდ ფეხბურთზე მოახდინოს და განაგრძოს ვარჯიში და შემდეგ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება მის მომავალთან დაკავშირებით.
''როცა ფეხბურთელი მიაღწევს უმაღლეს დონეს, მას ევალება ითამაშოს კარგად და გაიტანოს უამრავი გოლი'' – განაცხადა კიჭამ.
წყარო : es.eurosport.yahoo.com
- 19 ივლისი 2011
- 2 758
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.