ნომერთა ცვლილებების მოლოდინში
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალში" ამ ზაფხულს რამდენიმე ფეხბურთელი მოვიდა, რომლებიც სხვადასხვა ნომრებს დაეპატრონებიან. ასევე ცნობილია, რომ გუნდის მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელთა სია აქვს ჩამოწერილი, რომლებიც დატოვებენ ესპანეთის დედაქალაქს და სხვაგან ითამაშებენ.
ბუნებრივია, გუნდში ნომრების გადანაცვლება მოხდება. "რეალიდან" წასვლის მთავარი პრეტენდენტები ლასანა დიარა, პედრო ლეონი და ფერნანდო გაგო არიან.
გავრცელებული ინფორმაციით გაგოს 5 ნომრიან მაისურს თურქი ახალწვეული, ნური შაჰინი დაეპატრონება, ლასანა დიარას 10-იანს კი გუნდის გამთამაშებელი, მესუთ ოზილი ჩაიბარებს.
ასევე კარგად მოგეხსენებათ, რომ სამეფო კლუბიდან ბენფიკაში გადავიდა ეზეკილ გარაი, გამოდის, რომ 19 ნომრიანი მაისურიც გათავისუფლდა, რომელსაც სავარაუდოდ ახალწვეული ვარანე ჩაიბარებს.
ფაბიო კოენტრაოს ჯერ-ჯერობით 15 ნომრიანი მაისური აცვია, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი დაიტოვებს თუ არა პორტუგალიელი ამჟამინდელ ნომერს. ცნობისათვის, მაისური რომელსაც 15 ეწერა, წლების მანძილზე ჰოლანდიელ როისტონ დრენტეს ეცვა, რომელიც მომავალი სეზონიდან "ბლანკოსის" ღირსებას აღარ დაიცავს.
პედრო ლეონის მომავალი ბურუსით არის მოცული, მაგრამ მისი გუნდში დარჩენის შანსი მხოლოდ 5 % -ია. ამიტომ მისი 21 ნომრიანი მაისური კანტერანო კალეხონს ჩაბარდება.
- 18 ივლისი 2011
- 3 640
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.