ნეიმარის საკითხი კიდევ უფრო აქტიურად განიხილება
მას შემდეგ, რაც კოპა ამერიკის თასის გათამაშებას ბრაზილიის ნაკრები გამოეთიშა, უფრო აქტუალური გახდა ახალგაზრდა ფორვარდის, ნეიმარის საკითხი, რომლის შეძენითაც სამეფო კლუბი ინტერესდება...
ახალგაზრდა მოთამაშე ახლა უკვე საკუთარ სამშობლოში იმყოფება და არდადაგებს იწყობს, მას დასვენება სურს, მაგრამ ფლორენტინო პერესი და ზინედინ ზიდანი სულაც არ ფიქრობენ დროის უქმად გატარებაზე და გამალებით მუშაობენ წინახაზელის ტრანსფერზე.
გავრცელებული ინფორმაციით ამ დღეებში ესპანური გრანდის ადმინისტრაცია ბრაზილიაში ვიზიტს და დეტალების შეთანხმებას გეგმავს. არ სახელდება თანხა, რომელსაც "ბლანკოსი" ფეხბურთელის სანაცვლოდ გაიღებს, ჭორების მიხედვით კი მილიონები 30-იდან 40-მდე მერყეობს.
- 18 ივლისი 2011
- 2 909
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.