მადრიდის "რეალი" - ლოს ანჯელეს "გალაქსი"
დღეს საღამოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბანაკებული მადრიდის "რეალი" ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ - ლოს ანჯელეს "გალაქსის" დაუპირისპირდება, რომელშიც ყოფილი 'მადრიდისტა', დევიდ ბექემი ასპარეზობს.
ლოს ანჯელეს "გალაქსი" (4-4-2): სანდერსი; ჯორდანი, გონსალესი, ბერჰალტერი, დუნივანტი; ბექემი, კარდოსო, ჟუნინიო, ბირშელი; ანხელი, დონოვანი.
ტრავმირებული ფეხბურთელები
ვერ ითამაშებენ: სინ ალვარადო (მუხლის ტრავმა), ლეონარდო (მუხლის ტრავმა), დონოვანი (მოტეხილობა).
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: ჩად ბარეტის, დევიდ ბექემის, დელაგასას, სინ ფრანკლინის, ფრანკ ჰეიდუკის და მიკი მეჯის თამაშის საკითხი.
მადრიდის "რეალი" (4-2-3-1): კასილასი; რამოსი, პეპე, კარვალიო, მარსელო; ალონსო, ხედირა; ოზილი, კაკა, რონალდო; ბენზემა.
ტრავმირებული ფეხბურთელები
ყველა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
იცით, თუ არა, რომ?
* დევიდ ბექემმა მადრიდის "რეალში" ასპარეზობის დროს, 2007 წელს პრიმერა დივიზიონი მოიგო, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
* დღევანდელი მატჩი, ამ გუნდებს შორის გამართული მეორე შეხვედრა იქნება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 2010 წელს გაიმართა, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა.
* მიმდინარე შეხვედრა გაიმართება ლოს ანჯელესის ისტორიულ კოლიზეუმში (Rose Bowl).
* დღევანდელ შეხვედრაში, რიკარდო კაკა პირველად ითამაშებს "გალაქსის" წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ტრავმის გამო გასულ წელს გამართულ მატჩში, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, მონაწილეობა ვერ მიიღო.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
ავტორი: Kevlish...
- 16 ივლისი 2011
- 3 189
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.