კანალესი ”ევერტონთან” ახლოსაა
მადრიდის ”რეალის” მესვეურები მზად არიან, სერხიო კანალესი, პრემიერ ლიგაში იჯარით გაუშვან...
ინგლისის ”ევერტონისთვის” სერხიო კანალესი საკმაოდ კარგი შენაძენი იქნება და სწორედ ამიტომ, ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლები მზად არიან ამ ფეხბურთელისთვის ბოლომდე იბრძოლონ. მადრიდის ”რეალის” მთავარმა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ ნათლად ახსნა, რომ მომავალ სეზონში, ესპანელი მის გუნდს არ გამოადგება, მაგრამ სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ კანალესს დიდი პოტენციალი აქვს და ამიტომ უშვებენ სერხიოს იჯარით.
”ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა, განაცხადა, რომ სერხიო იქნება იდეალური შენაძენი მისი გუნდისთვის, ვინაიდან, მას შეუძლია შექმნას საკმაოდ კარგი ტანდემი მიკელ არტეტასთან. როგორც ჩანს, დევიდი დიდ იმედებს ამყარებს მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელზე. აღსანიშნავია, რომ ”ევერტონის” გარდა, კანალესით, ევროპის სხვა გუნდებიც ინტერესდებიან.
წყარო:defenscentral.com
- 16 ივლისი 2011
- 1 758
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.