დრენტე ”ფეინორდში”?
მადრიდის ”რეალის” საკუთრებამ, როისტონ დრენტემ, გამოთქვა სურვილი კლუბიდან წასვლაზე, ვინაიდან ის ვერ ხედავს თავის მომავალს სამეფო კლუბში...
ყველამ კარგად იცის, რომ ჟოზე მოურინიო, მომავალი სეზონისთვის არანაირ იმედს არ ამყარებს ჰოლანდიელ ფეხბურთელზე, რომელიც წინა წელს, იჯარით ”ერკულესის” ღირსებას იცავდა. როისტონსაც სურს მეტი სათამაშო დრო და სწორედ ამიტომ უნდა მას სამშობლოს მიაშუროს.
მადრიდის ”რეალის” მესვეურებს, დრენტეს გაყიდვა 2 მილიონად სურთ, რაც ”ფეინორდის” ხელმძღვანელებს ებევრებათ და ფასის დაწევას ცდილობენ. უნდა აღინიშნოს, რომ დრენტეთი ”გალათასარაიც” არის დაინტერესებული.
წყარო:defensacentral.com
- 16 ივლისი 2011
- 1 877
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.