ასჯერ მაინც მითქვამს, მოურინიოს ნდობით ვსარგებლობ !
ესტებან გრანერომ მცირე ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, ლოს ანჯელესში ყოფნისას
ესტებან გრანერო უკვე მესამე წელია, რაც მადრიდის ''რეალში'' თამაშობს .მისი ენთუზიაზმი და სულისკვეთება კი ოდნავადაც არ შემცირებულა.
''ასჯერ მაინც მითქვამს, რომ მოურინიოს ნდობით ვსარგებლობ. მე უზომოდ კმაყოფილი და მადლიერი ვარ კლუბის. ჩემს პოზიციაზე გუნდმა ახალი ფეხბურთელები შეიძინა, თუმცა რამდენიმემ დატოვა, ასე რომ მე მჯერა საკუთარი თავის, მე აუცილებლად ვაჩვენებ უმაღლეს დონეს.''– განაცხადა გრანერომ.
''პირატი'', როგორც მას მადრიდში ეძახიან, მოხარულია იმით, რომ გუნდში, რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გადმოვიდა და თვლის, რომ შემადგენლობა დაბალანსებულია ყველა პოზიციაზე, რაც დიდი წარმატებების საწინდარია.
''გუნდში რამდენიმე კანტერელი ირიცხება, ლოს ანჯელესში ჩვენთან ერთად ხუთი მათგანი ვარჯიშობს, მეც ვთამაშობდი ''რეალის'' ახალგაზრდა გუნდში და ვიცი თუ რამხელა სიხარულია ძირითად გუნდთან ერთად ყოფნა, მოურინიოს ჩამოყალიბებული აქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ყოველ წელს მოხდება ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატება კანტერიდან, რაც მათ ჩამოყალიბებასა და პროფესიონალიზმის ამაღლებას შეუწყობს ხელს''– განაცხადა გრანერომ
წყარო : Www.Marca.Com
- 16 ივლისი 2011
- 1 902
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.