პრიმერას 10_იანი
წლის საუკეთესო 10 ფეხბურთელი___(პრიმერა დივიზიონი)
1) "რეალი"- კრიშტიანუ რონალდუ
ძნელია მისი თამაშით გულგრილი დარჩე და არ გაიხსენო მისი უნიკალური რეკორდი. 41 გოლი - ასეთი შედეგის გამეორება ხომ ფაქტობრივად წარმოუდგენელია. მიმდინარე სეზონში რონალდუს სხვადასხვა პოზიციაზე უწევდა თამაში. მის მიერ გატანილი გოლები ფეხბურთის ნებისმიერ გულშემატკივარს განაცვიფრებს. 41 გოლიდან 29 მან მარჯვენა ფეხით გაიტანა, 8 - მარცხენათი, 4 კი - თავით. (ეს ისე სრული სტატისტიკა). იმედია მომავალშიც გვიჩვენებს ასეთ შედეგს.
2) "ბარსელონა"- ლიონელ მესი
მესი თავისი თაობის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუ საუკეთესო არა. თითქოს მას ესმოდეს ბურთის. მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ მესის პოზიცია შეუცვალა და პლეიმეიკერად ათამაშებს.მან ურეკორდოთ ეს სეზონი მაინც არ დაამთავრა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რაც ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელია. მესი თავის გენიალურობას ყოველთვის ამტკიცებს. ხოლო რაც შეეხება "კოპა ამერიკას" აქ მას იღბალი ნამდვილად არ სწყალობს.
3) "რეალი"- მესუთ იოზილი
მიუხედავად, ახალი სეზონისა, ახალი ქვეყნისა თუ გუნდისა მესუთი ადვილად ადაპტირდა და შექმნა სახე, რომელიც ყოველ ქომაგს სურს იხილოს მოედანზე. მან მადრიდელთა გულები უკვე დაიპყრო და საჩუქრად ქომაგთაგან ზიდანის დარობა ერგო. შეიძლება ხმამაღალ ნათქვამად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასეა "რეალის" ქომაგთა თვალში მესუთი მომავალი შემცვლელია ზიდანისა. არა და მანამდე ზიდანის მემკვიდრედ ყველა ბენზემას თვლიდა.
4) "ვილიარეალი"- ჯუზეპე როსი
ბორხა ვალერასთან დამერწმუნეთ, რომ ის "ვილიარეალის" ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება მიღწევებს: 36 მატჩში 18 გოლი გაიტანა. მის წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მის შეძენას "ბარსელონა" აპირებს.
5) "ატლეტიკო"- სერხიო აგუერო
აგუერო უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. თუმცა, 2009-10 წლების სეზონში მას გოლები ვეღარ გაჰქონდა. ახლახან დასრულებულ სეზონში კი 20 გოლი გაიტანა და "მადრიდის რეალის" მესვეურთა ყურადღება მიიპყრო. ხოლო ამჟამად "კოპაზე" ასპარეზობს და როგორც იუწყებიან კუნი მადრიდს ვ ერ აცდება. აგუეროსთვის "ატლეტიკო" უკვე პატარა კლუბია. არგენტინელს გრანდში სჭირდება გადასვლა.
6) "ბარსელონა"- ხავი
ხავი, კატალონიელთა "სული და გული", მუდამ მაღალ დონეზე თამაშობს. სტაბილურობა მისი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა. 2010 წელს ხავი წარდგენილი იყო წლის კატალონიელის პრემიაზეც კი. კატალონიელთა კაპიტანს დაძაბული სეზონი ელის წინ.
7) "ბარსელონა"- ანდრეს ინიესტა
ინიესტა მართლაც, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში მან 8 გოლი შეაგდო მეტოქეთა კარის ბადეში. ასეთი შედეგიანი სეზონი ინიესტას "ბარსაელონაში" ჯერ არ ჰქონია. ინიესტა "ესპანიოლის" თავკაცმა ასე დაახასიათა: "როგორც ფეხბურთელს, ათი ბალით შევაფასებდი. ხოლო როგორც ადამიანს, ის დამიჯერეთ, რომ შეუფასებელია".
8) "ვილიარეალი"- ბორხა ვალერო
"ვილიარეალში" გატარებულ სადებიუტო სეზონში ის გუნდის ერთ–ერთ ლიდერად იქცა. ნახევარმცველი ბრწყინვალედ ხედავს მინდორს და თანაგუნდელებს კარგ გადაცემებს უკეთებს. ვალერო მიიწვეულ იქნა ესპანეთის ნაკრებში და არც თუ უსაფუძვლოდ, თუ გავითვალისწინებთ, მის წინა სეზონს.
9) "ბარსელონა"- ვიქტორ ვალდესი
უდაოა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე იკერ კასილიასია, მაგრამ ამ სეზონის მიხედვთი "რეალის" კარის დარაჯს ვიქტორ ვალდესმა დაჯაბნა. შეიძლება ვთქვათ, რომ "ბარსელონას" მეკარეობა ადვილია, თუმცა სულ ასეც არ გახლავთ. "ბარსელონას" მცველების ერთი შეცდომა და ვალდესს წამის მეათედებში სჭირდება სრული მობილიზება, რომ გუნდი ხიფათისგან იხსნას. განვლილ სეზონში ვიქტორმა 32 მატჩში მხოლოდ 16 გოლი გაუშვა და უკვდავი ესპანელი მეკარის ზამორას პრიზი მოიგო.
10) "ატლეტიკო"- ხოსე ანტონიო რეიესი
წელს რეიესმა უდაოდ კარგი სეზონი ჩაატარა და კიდევ ერთხელ გაახარა, "ატლეტიკოს" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის, კიკე სანჩეს ფლორესის გული. სწორედ ფლორესმა შეძლო რეიესის შესაძლებლობების ასი პროცენტის გამოყენება. ესპანური მედია კი დელ ბოსკესგან რეიესის ნაკრებში აყვანას მოითხოვს. რაც შეეხება ფლორესს, გუნდიდან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ რეიესს აუცილებლად გადაიყვანს თავის ახალ გუნდში.
დაინტერესება პრიმერას ირგვლივ კიდევ უფრო იზრდება ხალხში. ასე, რომ მოვემზადოთ მომავალი სეზონისთვის და იმედი ვიქონიოთ, გვჯეროდეს, რომ ამ ათეულს "რეალის" ფეხბურთელები შეავსებენ.
- 16 ივლისი 2011
- 5 437
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.