ნეიმარის ბედი პარიზში ირკვევა
როგორც ესპანური წყაროები იუწყებიან, მადრიდის ”რეალისა” და ”სანტოსის” პრეზიდენტები, პარიზში წყვეტენ 19 წლის ვუნდერკინდის ბედს...
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ნეიმარი, აგუეროსთან ერთად, ფლორენტინო პერესის უმთავრესი სამიზნეები არიან. ამჟამად, სამეფო კლუბის პრეზიდენტი, ლუის ალვარო დე ოლივეირასთან ერთად, პარიზში საუბრობს ნეიმარის ტრანსფერზე. როგორც ვიცით, მისი ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა დონ პერესი ფასის დაკლებას ცდილობს.
ყველაფერი მიუთიებს იმაზე, რომ კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ, ნეიმარი ”რეალის” ფორმას მოირგებს, თუმცა თუ ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა, მაშინ ემანუელ ადებაიორი ნებისმიერ წუთს და წამს, მზად არის მადრიდში გადაფრინდეს.
წყარო:marca.com
- 15 ივლისი 2011
- 3 701
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.