”მოურინიოს გაოცებას ვეცდებით”
როგორც მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიო საკუთარ გუნდთან ერთად ამერიკაში ტურნეზე იმყოფება. მადრიდული კლუბის მწვრთნელმა, თან რამდენიმე კასტილიელი წაიყვანა, რომელთა რიცხვშიც მოხვდნენ: ხოსელუ, ხესე, ნაჩო, ხესუსი, კასადო და ტომას მეხიასი. მათ სჯერათ, რომ მოახერხებენ ჟოზე მოურინიოს გაოცებას...
თქვენი აზრით, რით დაიმსახურეთ ის, რომ ჟოზე სწორედ თქვენ გენდოთ და წაგიყვანათ თან ტურნეში?
ხესუსი: ალბათ, მან ყურადღება მიაქცია, ფეხბურთელთა ყოველდღიურ მუშაობასა და თავდადებას.
ნაჩო: პორტუგალიელმა დაინახა გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეები. ვინც თავი წარმოაჩინა, სავარაუდოდ, სწორედ მათ მიანიჭა ჟოზემ უპირატესობა.
ხესე: მეც ხესუსის აზრზე ვარ და ვთვლი, რომ მთავარია მთელი გულით მუშაობა და ბევრი ვარჯიში.
კასადო: უმნიშვნელოვანესია კოლექტიური მუშაობა. ყველაფერს გავიღებთ, რომ სეუ ჟოზეს იმედები არ გავუცრუოთ.
ტომას მეხიასი: ჩვენ ბევრი ვივარჯიშეთ და ვიშრომეთ, სწორედ ამიტომ მოგვანიჭა მოურინიომ უპირატესობა.
რა უნდა გააკეთოთ, რომ გუნდში დაგტოვონ?
ტომას მეხიასი: დღითი-დღე უნდა ვუმატოთ თამაშს და მომავალი სწრორად განვსაზღვროთ.
კასადო: ბევრმა ჩვენმა თანაგუნდელმა ითამაშა ”რეალის” პირველ გუნდში. უნდა ვეცადოთ მათზე უკეთ თავის წარმოჩინება.
ხოსელუ: ბევრ ჩვენგანს ჰქონდა შარშან დებიუტი და უნდა ვეცადოთ, რომ მათ არ ჩამოვრჩეთ.
ხესე: ურთულესია, ”რეალის” პირველ გუნდამდე მიღწევა. ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ. უამრავი რამ გვაქვს დასამტკიცებელი.
ნაჩო: მწვრთნელისგან მიღებული შანსები კარგად უნდა გამოვიყენოთ
ხესუსი: ყველაფერი მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.
4-მა თქვენგანმა, უკვე ითამაშა, მადრიდის ”რეალის” პირველ გუნდში. ახლა რას გრძნობთ?
ხესუსი: ჩემი ოცნება ასრულდა და მოვუწოდებ ყველა თანაგუნდელს, რომ გააგრძელონ აქტიური ვარჯიში. მათ აუცილებლად ექნებათ შანსი.
ნაჩო: ამით, ჩვენ დიდი გამოცდილება მივიღეთ და შემიძლია ვთქვა, რომ ოცნებები ასრულებადია.
ხესე: ეს უნიკალური გრძნობაა. მთავარია ემოციებს არ ავყვეთ და გავარგძელოთ მუშაობა.
ხოსელუ: მთავარია თავდაუზოგავი მუშაობა. თუ იშრომე, აუცილებლად დაგიფასდება.
კასადო: პირველ გუნდში, დებიუტი არ მქონია და ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოხდება.
ტომას მეხიასი: ეს ნებისმიერი კასტილიელის ოცნებაა და ყველას მოვუწოდებ, რომ ოცნებები სრულდება.
რა იგრძენით, როდესაც გაიგეთ, რომ ამერიკულ ტურნეზე გუნდს მიყვებოდით?
ტომას მეხიასი: ამ ყველაფერმა უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა. ახლა ორმაგად ვიშრომებთ.
კასადო: იმ დროს, შვებულებაში ვიმყოფებოდი და უბედნიერესი ვარ, რომ შრომა დამიფასდა.
ხოსელუ: უბედნიერესი ვარ, რომ აქ ვარ და შრომას მიფასებენ.
ხესე: თავიდან მეგონა, რომ ეს ერთი კარგი ხუმრობა იყო. თავი სიზმარში მეგონა.
ნაჩო: მწვრთნელისგან დიდი პატივისცემა ვიგრძენი.
ხესუსი: ეს საუკეთესო ჯილდოა ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში.
როგორც ჩანს, გუნდს კარგად ეწყობით, როგორც გექცევიან ახალი თანაგუნდელები?
ხესუსი: ძალიან კარგად და თბილად. აშკარად საგრძნობია მათი გვერდში დგომა.
ნაჩო: ფეხბურთელები შესანიშნავად გვექცევიან, რაც ძალიან დასაფასებელია ამ დონის ვარსკვლავებისგან.
ხესე: ისინი გვეხმარებიან შეცდომების გამოსწორებაში და ბევრ რამეს გვასწავლიან.
ხოსელუ: ”რეალი” იდეალური ვარიანტია კარგი განვითარებისთვის, რადგან ფეხბურთელებმა იციან, როგორ მიიღონ ახალი.
კასადო: ბიჭები გვერდში გვიდგანან, რის გამოც მათ მადლობას ვუხდი.
ტომას მეხიასი: ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან.
რას გეუბნებათ ხოლმე მოურინიო?
ხესუსი: ის გვეუბნება, რომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და მიღებული შანსები კარგად გამოვიყენოთ.
ნაჩო: ჟოზე კარგად გვექცევა და გუნდის სრულფასოვან წევრებად გვაგრძნობინებს თავს.
ხესე: მოურინიოს ხელში, ბერვს მივაღწევთ.
ხოსელუ: ის ჩვენგან მაქსიმუმს ითხოვს, რაც არ არის გასაკვირი.
კასადო: ის მუდამ ჩვენს გვერდზეა.
ტომას მეხიასი: ის მუდამ იხარჯება ბოლომდე და ჩვენც ამას გვთხოვს.
ყველაზე ძალიან, რომელმა ფეხბურთელმა გაგაოცათ?
ტომას მეხიასი: ყველამ. მათ ნაბიჯებს უნდა მივყვეთ.
კასადო: აღფრთოვანებული ვარ შაჰინით. ის ბევრს მიაღწვეს ”რეალთან” ერთად.
ხოსელუ: კრიშტიანო რონალდოს გვერძე თამაში და ვარჯიში დიდი ბედნიერებაა.
ხესე: ყველამ გამაოცა, რადგან ყველა საუკეთესოა თავის პოზიციაზე.
ნაჩო: ყოველთვის მაოცებდა რამოსი და ახლაც მაოცებს.
ხესუსი: იკერი მაგალითია ყველა მეკარისთვის.
წყარო:realmadrid.com
- 15 ივლისი 2011
- 1 893
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.