ფალკაო - ბოლო ვარიანტი

ნეიმარის, აგუეროს, ტევესისა და ადებაიორის შემდეგ, ბოლო კანდიდატად, ”პორტოს” ფორვარდი, ფალკაო მოიაზრება...

ჟოზე მოურინიოს აზრით, კოლუმბიელის რეალური ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს და თუ ”რეალმა” ვერ შეიძინა, ნეიმარი, აგუერო, ტევესი და ადებაიორი, სწორედ ამ ფეხბურთელის ყიდვას ეცდება ფლორენტინო პერესი.

ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტის, ჟოზე მოურინიოს განცხადებით, მის გუნდს კიდევ მინიმუმ 1 ფორვარდი სჭირდება. განსაკუთრებული აცხადებს, რომ მისი გუნდი 90%-ით არის მზად მომავალი სეზონისთვის და იმ 10%-ის შესავსებათ, სწორედ ფორვარდის ყიდვაა აუცილებელი.

აღსანიშნავია, რომ, ”რეალის” ხელმძღვანელობამ გეგმები შეცვალა და ახლა ისინი მზად არიან შეიძინონ ერთდროულად ორი შემტევი სტილის მოთამაში: ტევესი და აგუერო.

თუ, სამეფო კლუბმა ხსენებული ფეხბურთელები ვერ შეიძინა, მაშინ დონ პერესი ადებაიორის დაბრუნებას და ნეიმარის ყიდვას შეეცდება.

ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ, თუ მადრიდის ”რეალმა” აქაც ფიასკო განიცადა და ვერ შეიძინა ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ვერცერთი, მაშინ გუნდი მთლიანად ფალკაოზე გადავა და მეოთხე ფორვარდი ალვარო მორატა იქნება.

ფალკაომ ”პორტოში” უნიკალური სეზონი ჩაატარა და ამ ფეხბურთელით ვილაშ ბოაშის ”ჩელსიც” არის დაინეტრესებული.


წყარო:defensacentral.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)