ხილ მარინი პირობას არღვევს
როგორც ესპანური წყაროები იუწყებიან, ხილ მარინი, ფლორენტინო პერესს ხელს უშლის კუნ აგუეროს გადაბირებაში...
ყველაფერი იანვარში დაიწყო. გონსალო იგუაინის ტრავმის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ ახალი ფროვარდის მოყვანა ითხოვა გუნდში. ფლორენტინო პერესმა მაშინვე დაუმიზნა კუნ აგუეროს. ”ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ხილ მარინმა, დონ პერესს სთხოვა მოეცადა 6 თვე და ზაფხულში ტრანსფერი გაიჩარხებოდა.
პრეზინდენტებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ზაფხულში კუნი არსად წავიდოდა გარდა მადრიდის ”რეალისა”, თუმცა როგორც ჩანს, ხილ მარინი არ აპირებს პირობის ბოლომდე მიყვანას და მას ძალიან სურს, თავისი ლიდერის შენარჩუნება.
ამის მიუხედავად, ყველამ კარგად იცის, თუ როგორ შეუძლია დონ პერესს ტრანსფერების განხორციელება. ის მზადაა მთელი თანხა ჩადოს არგენტინელის ტრანსფერში და თქვას ბოლო სიტყვა, თუმცა ხილ მარინი, მას აქტიურად უშლის ხელს, ხოლო პერესი კი იცდის. ყველაფერი სულ მალე დასრულდება.
წყარო:defensacentral.com
- 15 ივლისი 2011
- 2 223
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.