ვინ იქნება "რეალის" კაპიტანი?
კითხვა რომელიც "რეალის" საზოგადოებაში ახლანხან გაჟღერდა
"რეალს" კაპიტნობის კანდიდატი 3 ადამიანია, ესენი არიან" ხაბი ალონსო, სერხიო რამოსი და კრისტიანო რონალდო.
ხაბი ალონსო- ის ძალიან გაწონასწორებული ფეხბურთელია, მას აქვს უნარი წყნარად ელაპარაკოს მსაჯს და ამით შეაცვლევინოს გადაწყვეტილება. მას ასევე შეუძლია მიიღოს მითითებები მოურინიოსგან, გაუგოს მას და შემდეგ დაარიგოს ფეხბურთელები. ალონსო ამასთან ერთად ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და ზუსტად ეს ყველაფერი არის ალბათ იმის მიზეზი, რომ ხალხის 74%-ი მას მიემხრო გამოკითხვაში.
სერხიო რამოსი- ეს ფეხბურთელი ნამდვილი "მადრიდისტაა", მაგრამ ჩემი აზრით არც ისე გაწონასწორებული და წყნარი, რადგანაც მას არ შეუძლია ელაპარაკოს მსაჯს წყნარად, მაგრამ მას შესწევს უნარი იმისა, რომ მიიღოს მოუსგან დავალებები და შეასრულოს ის გუნდის წევრებთან ერთად, ასევე მას გააჩნია ძალიან კარგი მოედნის ხედვა და შეუძლია მოურინიოს მითითებების გარეშე დაალაგოს არა მარტო დაცვა, არამედ მთელი გუნდი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, როგორც მოგეხსენებათ მსაჯები არც ისე კარგად არიან განწყობილნი მადირიდის "რეალის" მიმართ და კიდევ აგრესია, ეს სულ გააგიჟებთ მათ. ზუსტად ეს გახდა ალბათ იმის მიზეზი, რომ მას ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილი მიემხრო.
კრისტიანო რონალდო- ის მხოლოდ 2 სეზონია რაც "რეალის" აუდიტორიის წინაშე წარსდგა, მაგრამ ის უკვე ჩვენიანია. მას ძალიან კარგი მოედნის ხედვა აქვს, შეუძლია მისცეს მითითებები ფეხბურთელებს და დაელაპრაკოს მსაჯს მშვიდად, რადგანაც ის ძალიან გაწონასწორებულია. მითუმეტეს ის "რეალის" თავკაცის ჟოზე მაურინიოს ეროვნებისაა, ამიტომ მოუს შეუძლია ძალიან გასაგებ ანუ მშობლიურ ენაზე აუხსნას თუ რა სურს მას. ამიტომ კრისტიანო რონალდო კიდევ ერთ კარგ კანდიდატათ ითვლება.
- 6 ივლისი 2011
- 3 807
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.