ნეიმარს საკლუბო დონეზე მსოფლიო ჩემპიონობა სურს
"სანტოსის" პრეზიდენტი თითქმის დღეში ორჯერ აკეთებს განცხადებებს ნეიმართან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში ის აცხადებს,რომ არ აპირებს მის გაშებას, ზოგჯერ იძახის, თავად მან გადაწყვიტოს მისი ბედიო, ახლა კი ერთი საინტერესო რამ გაუმხილა Globoesporte-ს ჟურნალისტს.
"ნეიმარს ძალიან სურს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება "სანტოსის" შემადგენლობაში. შემდგომში გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს. არიან კლუბები,რომელნიც მზად არიან გადაიხადონ 45 მილიონი მასში. " - განაცხადა ლუის ალვარო რიბეირომ.
შეგახსენებთ,რომ ბრაზილიელ ტალანტზე სამი ევროპული გრანდი "ნადირობს" : "რეალი", "ბარსელონა" და "ჩელსი". ამჯერად ყოველგვარი მოლაპრაკებები შეწყვეტილია, რადგან რამდენიმე საათში "კოპა ამერიკა" იწყება არგენტინაში და ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად იმყოფება აღნიშნულ ჩემპიონატზე. სავარაუდოდ სწორედ "კოპა ამერიკის" შემდეგ გადაწყდება მისი ბედი.
- 2 ივლისი 2011
- 2 527
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.