"რეალის" ძალა მეგობრულ სულისკვეთებაში მდგომარეობს"
"მოურინიოსთან პირველი შეხვედრის დროს, ძლივს ვლაპარაკობდი და ძალიან მოხიბლული ვიყავი."
"როდესაც მოურინიოს შევხვდი, მას არაფერი დაუვალებია. უბრალოდ მითხრა, რომ მიცნობდა იმ დღიდან, როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე. მითხრა, რომ ჩემი გამოუცდელობის შესახებ იცოდა, თუმცა დამეხმარებოდა და თავს ძალიან კომფორტულად მაგრძნობინებდა. პირველი 20 წუთი ძლივს ვლაპარაკობდი და ძალიან მოხიბლული ვიყავი."
"მიუხედავად მოურინიოს პრესიადოსთან ცუდი ურთიერთობისა, პორტუგალიელმა დაურეკა პრესიადოს, როდესაც ამ უკანასკნელის მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. მე დავინახე მის თვალებზე ცრემლები, როდესაც ელაპარაკებოდა დაავადებულ ბავშვს, რომელიც პედრო ლეონმა მურსიაში, კოპა დელ რეის თამაშის დროს გააცნო."
"მოურინიოს აქვს უნარი, დაარწმუნოს ყველა, რომ მიუღწეველი მწვერვალი არ არსებობს. იგი არასოდეს აქეზებს ფეხბურთელებს. ხალხი ჯერ კიდევ მაშინ ესროდა ქვებს ავტობუსს, როდესაც მე ფეხბურთელი ვიყავი."
"მოურინიოს ჩვეულებრივ სულ ყავს დამხმარე ასისტენტი. ასისტენტი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს კლუბს. მან გამაფრთხილა, რომ პრესკონფერენციების ჩატარებაც მომიწევდა. ამ სიტყვებს დიდი ყურადღება არ მივაქციე, რადგან მხოლოდ ჩვენი ლაპარაკის უმნიშვნელო ნაწილად ჩავთვალე, მაგრამ როგორც ხედავთ, მე უფრო მეტი პრესკონფერენციის ჩატარება მომიხდა, ვიდრე თვითონ მას. მხოლოდ მთელი წლის დასრულების შემდეგ აცნობიერებ, რომ შენ უბრალო ასისტენტი გუნდში ნამდვილად არ ხარ."
"რეალის" ძალა მეგობრულ სულისკვეთებაში მდგომარეობს. კოპა დელ რეის მოგება წარმატებაში უნდა ჩაითვალოს, მაგრამ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია. მჯერა, რომ წლევანდელი სეზონი წარმატებით ჩავამთავრეთ, მაგრამ თამაშის გაუმჯობესება მომავალი სეზონისათვის აუცილებლად გვმართებს."
"არავითარ შემთხვევაში "ბარსელონა" არ ყოფილა უკეთესი ჩვენს გუნდზე. "რეალი" იყენებდა განსხვავებულ ტაქტიკას "ბარსელონას" წინააღმდეგ, ვინაიდან კარგად იყო შესწავლილი მათი თამაშის სტილი. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "უემბლიზე" სწორედ ჩვენ ვითამაშებდით, რომ არა პირველი მატჩში მომხდარი გაუთვალისწინებელი ფაქტები."
წყარო: Www.Realmadrid.Com
- 25 მაი 2011
- 2 113
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.