Goal.Com - ლა ლიგა: 2010/11 სეზონის ნაკრები

Goal.Com-მა გამოაქვეყნა 2010/11 წლების სეზონის ლა ლიგას ნაკრები, რომელიც ძირითადად ბარსელონასა და რეალის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, აგრეთვე ვებ-გვერდი მომხმარებლებს სთავაზობს გამოხატონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ რომელი ფეხბურთელი უფრო მეტად იმსახურებს ამ შემადგენლობაში მოხვედრას, მათი განცხადებით საიტის წევრების კომენტარებს დიდი მნიშვნელობა აქვს სეზონის გუნდის ფორმირებაში.

Goal.Com-ის აზრით კი სეზონის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

Goal.Com - ლა ლიგა: 2010/11 სეზონის ნაკრები მეკარე - ვიქტორ ვალდესი
ჩატარებული მატჩები: 32
მშრალად შენახული მატჩები: 17

შეიძლება უმრავლესობა ფიქრობს, რომ იკერ კასილასი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და ეს მოსაზრება ეჭვს მოკლებული ნამდვილად არ არის, სამაგიეროდ ვალდესი დღეისავის ევროპაში საუკეთესო დაცვის უკან თამაშობს და შედარებით ნაკლები სამუშაო აქვს, თუმცა როდესაც საჭიროა დამაჯერებლად გამოიყურება და ამაზე მის მიერ ამ სეზონში 17 მშრლდ შენახული მატჩიც მეტყველებს.


Goal.Com - ლა ლიგა: 2010/11 სეზონის ნაკრები მარჯვენა მცველი - დანიელ ალვეში
მატჩების რაოდენობა: 35
გოლი/საგოლე გადაცემა: 2/15

დანი ალვეში ბარსელონაში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად ჩამოყალიბდა, იგი შესანიშნავად ირჯება დაცვაში და როცა საჭიროა აქტიურად ერთვება შეტევებშიც. მან მიმდინარე სეზონში 2 გოლისა და 15 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა, რაც მცველისათვის ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.



Goal.Com - ლა ლიგა: 2010/11 სეზონის ნაკრები ცენტრაური მცველი - პეპე
მატჩების რაოდენობა: 26
გოლი/საგოლე გდაცემა: 1/1

პეპეს თამაშის მანერა ყველას არ მოსწონს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, მიუხედავად მისი უხეშობისა, ბრაზილიური ფესვების პორტუგალიელს მადრიდის რეალის დაცვაში სტაბილურობა მოაქვს. სეზონის დასაწყისში მას ტრავმა აწუხებდა და თეთრებს დაცვაში პრობლემებიც უხვად ჰქონდათ, პეპეს დაბრუნებით კი გუნდი შესანიშნავად ათამაშდა.



Goal.Com - ლა ლიგა: 2010/11 სეზონის ნაკრები ცენტრალური მცველი - პიკე
მატჩების რაოდენობა: 31
გოლი/საგოლე გადაცემა: 3/1

ბარსელონას საუკეთესო ცენტრალურ მცველად წლების მანძილზე პუიოლო ითვლებოდა, თუმცა მიმდინარე სეზონში კაპიტანი ტრავმებმა შეაწუხეს, რის გამოც ჩვეული ფორმისაგან შორს იყო, თუმცა ეს გუნდს არ ეტყობოდა, რადგან პიკე შესანიშნავდ ართმევდა თავს დაკსრებულ მოვალეობას, ის ჯერ კიდევ 24 წლისაა, რაც მცველისათვის ძალიან ახალგაზრდული ასაკია, კატალონიელების სამიანი დაცვაში კარგი თამაშის გარდა გამოირჩევა შეტევაში ბრწყინვალე ჩართვებით და როცა გუნდს სჭირდება გადამწყვეტი გოლის გატანაზეც არ ამბობს უარს.

Goal.Com - ლა ლიგა: 2010/11 სეზონის ნაკრები მარცხენა მცველი - მარსელო
მატჩების რაოდენობა: 32
გოლი/საგოლე გადაცემა: 3/4

თუ ალვეში მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველია, მაშინ მარსელო საუკეთესო მარცხენა მცველად უნდა დავასახელოთ. ხუჭუჭა ბრაზილიელი შესანიშნავად "აწყობს" თამაშს კრიშტიანო რონალდოსთან და გულშემატკივრებს ანებრივებს ლამაზი ფინტებით, გარდა ამისა იგი შესანიშნავად თამაშობს დაცვაში. წინა წლებში სწორედ უკან თამაშში მოიკოჭლებდა ჯუნიორი თუმცა, მიმდინარე სეზონში მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ მან გაცილებით გააუმჯობესა თამაშის ხარისხი და როგორც ჩანს მომავალ სეზონში კიდევ უფრო დახვეწავს მას.

Goal.Com - ლა ლიგა: 2010/11 სეზონის ნაკრები ნახევარმცველი - ოზილი
მატჩების რაოდენობა: 36
გოლი/საგოლე გადაცემა: 6/17

ოზილის ტრანსფერს მადრიდის რეალში სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა იგი გასული სეზონის მსოფლიოს საუკეთესო ტრანსფერად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ამაზე მისი შედეგიც მეტყველებს 6 გოლი და 17 საგოლე გადაცემა, გერმანელი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და როგორც ჩანს მის პროგრესს საზღვრები არ აქვს.




Goal.Com - ლა ლიგა: 2010/11 სეზონის ნაკრები ნახევარმცველი - ხავი
მატჩების რაოდენობა: 31
გოლი/საგოლე გადაცემა: 3/7

ხავის ტრავმა აწუხებდა, თუმცა მას შემდეგ რაც ის დაბრუნდა ბარსელონა ჩვეულ თამაშს დაუბრუნდა, მისი შედეგები მიმდინარე სეზონში არც ისე შთამბეჭდავია, თუმცა იგი შესანიშნავად აკონტროლებს ცენტრს და წარმართავს გუნდის შეტევებს საზრიანად.




Goal.Com - ლა ლიგა: 2010/11 სეზონის ნაკრები ნახევარმცველი - ინიესტა
მატჩების რაოდენობა: 34
გოლი/საგოლე გადაცემა: 8/3

ინიესტამ მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა ესპანეთს თავისი გოლით და შესანიშნავ განწყობაზე დაიწყო სეზონი, მან წელს პირადი რეკორდი დაამყარა და 8 გოლს მოუყარა თავი სეზონში, იგი ძირითადად ხავისთან ერთად თამაშობდა ცენტრში, თუმცა ხშირად მარცხენა ფლანგზეც აყენებდა მწვრთნელი, რომელსაც იმედებს არასოდეს უცრუებდა.



Goal.Com - ლა ლიგა: 2010/11 სეზონის ნაკრები თავდამსხმელი - ლიონელ მესი
მატჩების როდენობა: 33
გოლი/საგოლე გადაცემა: 31/18

მესიმ როგორც ყოველთვის ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, 31 გოლითა და 18 საგოლე გადაცემით იგი კვლავ მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელად რჩება. 28 მაისს ბარსელონა და მანჩესტერი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდებიან, გულშემატკივრებს და მწვრთნელს სწორედ შეუჩერებელი არგენტინელის იმედი აქვთ.



Goal.Com - ლა ლიგა: 2010/11 სეზონის ნაკრები თავდამსხმელი - ჯუზეპე როსი
მტჩების რაოდენობა: 36
გოლი/საგოლე გადაცემა: 18/5

ჯუზეპე როსი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც არც რეალის და არც ბარსელონას შემადგენლობაში არ არის. ნიუ-ჯერსიში დაბადებული იტალიელი მიმდინარე სეზონში ბრწყინავდა და ულამაზეს გოლებს იტანდა. გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ იგი მომავალ სეზონშიც ყვითელ წყალქვეშა ნავის ღირსებას დაიცავს.



Goal.Com - ლა ლიგა: 2010/11 სეზონის ნაკრები თავდამსხმელი - კრიშტიანო რონალდო
მატჩების რაოდენობა: 34
გოლი/საგოლე გადაცემა: 40/10

პორტუგალიელმა ბოლო 4 მატჩში 11 გოლი გაიტანა და საერთო ჯამში 40 ბურთს მოუყარა თავი, მან დაამხო ზარასა და სანჩესის რეკორდი. დრიბლინგი, ორივე ფეხით შესანიშნავი დარტყმა, მეორე სართულზე ბრწყინვალე თამაში და ჯარიმების უბადლო შესრულება, ეს არის ის რაც რონალდოს ნამდვილად არ დაეწუნება. მას ეგოისტობასაც აბრლებენ თუმცა მიმდინარე სეზონში მან 10 საგოლე გადაცემს მოუყარა თავი, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. რეალის გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ რონალდო ბოლოს მოუღებს ბარსელონას ჰეგემონობას.

  • SunSay
  • 25 მაი 2011
  • 4 013

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)