Goal.Com - ლა ლიგა: სეზონის საუკეთესო მოთამაშე
2010/11 წლების სეზონი ლა ლიგაში ორი გუნდის (ბარსელონა და რეალი) დომინირებით ჩატარდა. ამ კლუბებიდან უამრავი ფეხბურთელის გამოყოფა შეიძლება, რომელიც ღირსეულად დაისაკუთრებდა ლა ლიგას საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს, თუმცა ყველაზე ღირსეულნი გუნდის ლიდერები და ბომბარდირები მესი და რონალდო არიან, მათ გარდა ჩვენმა გამომცემლობამ (Goal.Com) მესამე კანდიდატად ვილიარეალის ფორვარდი ჯუზეპე როსი დაასახელა.
ადგილები კი შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა:
1.ლიონელ მესი|ფორვარდი
ძნელი წარმოსადგენია ლა ლიგას ან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების სამეული მესის გარეშე, იგი ბარსელონას ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, იგი ჯერ კიდევ 23 წლის არის და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს, მართალია მას პიჩიჩის ტიტული რონალდომ გამოსტაცა, თუმცა 18 საგოლე გადაცემით იგი ლა ლიგას საუკეთესო მეპასეა. მესის მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიუღწევია, ეს კარგია ბარსასთვის, ხოლო ცუდია ყველა დანარჩენისათვის.
2. კრიშტიანო რონალდო|ფორვარდი
მესის დასახელებისას არ უნდა დაგვავიწყდეს კრიშტიანო რონალდოც, ეს ორი ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში ფეხბურთს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდიან, რადგან მათ შორის არის დიდი კონკურენცია, ისინი არიან მაქსიმალისტები და ცდილობენ არა მხოლოდ საკუთარი შედეგების, არამედ წინა რეკორდების დამხობასაც. რონალდო ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში. მან მოახერხა და თავი აარიდა ტრავმებს აგრეთვე არ მიუღია არც ერთი წითელი ბარათი რაც გასაკვირია მისგან. ოქროს ბურთის გარდა მან მოხსნა ზარასა და სანჩესის რეკორდი ლა ლიგაში. 40 გოლის გარდა მის ანგარიშზე 10 შედეგიანი გადაცემაა. რონალდოს წყალობით მადრიდის რეალმა მოიგო კოპა დელ რეის ტიტული, რომელიც მის მადრიდულ კარიერაში პირველი ტიტულია, მომავალ სეზონში რონალდო უფრო მეტს გვპირდება.
3. ჯუზეპე როსი|ფორვარდი
მესამე ადგილს ყვითელი წყალქვეშა ნავის ლიდერი ჯუზეპე როსი იკავებს, რომელმაც სეზონის ბოლოს 18 გოლს და 5 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. ამ ფეხბურთელის შესანიშნავი ასპარეზობა არ გამორჩენია ისეთ გრანდს, როგორიც კატალონიის ბარსელონაა და მისი გადმობირება სურს, აგრეთვე როსის დაბრუნება სურს მანჩესტერს, ხოლო ტიტანთა ბრძოლაში ტოტენჰემიც ჩაერთო და სურს შეიძინოს ვილიარეალის ლიდერი.
- 25 მაი 2011
- 4 657
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.