კრისტიანო რონალდო-2011 წლის პიჩიჩის და ოქროს ბუცის გამარჯვებული
პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავი საუკეთესო ბომბარდირი გახდა არამარტო ესპანეთში არამედ მთლიანად ევროპაშიც.
კრისტიანო რონალდომ ლა ლიგაში 40 გატანილი გოლით ახალი რეკორდი დაამყარა აქამდე არავის არასდროს პრიმერაში 40 გოლი არ გაუტანია.ამით მან არამარტო ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირობა არამედ მთლიანად ევროპაში საუკეთესო ბომბარდირის წოდება დაიმსახურა და ოქროს ბუციც მოიგო.
შეგახსენებთ რომ ოქროს ბუცს აძლევენ შიდა ჩემპიონატებში გატანილი გოლების მიხედვით არცერთ სხვა ტოპ თუ საშუალო ჩემპიონატში ამდენი გოლი არავის არ გაუტანია.მეორე ადგილზე ლიონელ მესი გავიდა 31 გოლით ხოლო მესამე ადგილი კი ანტონიო დი ნატალემ და მარიო გომესმა გაიყვეს მათ სერია ა ში და ბუნდესლიგაში 28 გოლის გატანა შეძლეს.
რონალდო ერთხელ უკვე გახდა ოქროს ბუცის მფლობელი 2008 წელს როდესაც მან ინგლისის პრემიერ-ლიგაში 32 გოლი გაიტანა.მისთვის ეს უკვე მეორე ოქროს ბუცია.
სრული სია ოქროს ბუცის იხილეთ აქვე:
- 23 მაი 2011
- 5 290
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.