3=3
2006 წლის 13 მაისს, პარიზში, ''სტად დე ფრანცზე'' უმძიმესი ბრძოლა მიმდინარეობდა მსოფლიოს ორ უდიდეს საფეხბურთო გუნდს შორის, ესენი იყვნენ ლონდონის ''არსენალი'' და კატალონიის ''ბარსელონა''...
დიახ, ისინი იბრძოდნენ ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის. ბრიტანელებს შანსი ჰქონდათ კლუბის ისტორიაში პირველად მოეპოვებინათ ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტროფეი, რაც შეეხება კატალონიელებს, მათ სურდათ 14 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ აღემართათ თავს ზემოთ ლიგის თასი და ''ბარსელონას'' მუზეიმი რიგით მეორე ევროპული თასით დაემშვენებინათ... თუმცა, ამ დროს არსებობდა ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ზემოთ აღნიშნული ტროფეი 4 წლის განმავლობაში სამჯერ ჰქონდა მოპოვებული. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი რაულ გონსალეს ბლანკო გახლდათ...
კატალონიელთა სიამაყე რომ მათი საფეხბურთო გუნდი ''ბარსელონაა'' ეს ახალი ამბავი არავისთვის არ უნდა იყოს. ისინი მათ რადიკალურობას სწორად ამ კლუბში გამოხატავენ, გასნხვავებული ყველასგან და ყველაფრისაგან. როგორც თავად, ''არაესპანელები'' აცხადებენ, ისინი კატალონიელები არიან, მათ ჰყავთ საკუთარი საფეხბურთო ნაკრები(''კატალონიის ნაკრები'') და გააჩნიათ მთავარი იარაღი რაც ამ თამაშში ჯოკრის როლს ასრულებს - სიძულვილი დედაქალაქელებისადმი...
ერთი შეხედვით მათ ნაკრებსაც(''კატალონია'') და საფეხბურთო კლუბ ''ბარსელონასაც'' გააჩნიათ პერსპექტივა და რაც მთავარია საკუთარი ხალხის სიყვარული, მაგრამ მედალიონს მეორე მხარეც აქვს. ამ რადიკალების მიერ ჩამოყალიბებულ ნაკრებს, რომელიც წელიწადში ერთხელ რომელიმე უსაქმურ ნაკრებთან ''წაითამაშებს'' ხოლმე, არ გააჩნია ისტორია და რაც მთავარია რესურსი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ზემოთხსენებული ნაკრები დამოკიდებულია ერთ საფეხბურთო კლუბზე, ეს არც ისე ნორმალურია... რახან ამ კლუბზე ჩამოვარდა საუბარი, კატალონიის ''ბარსელონა'', რომელიც აწმყოთი მოაზროვნე თვითმარქვია ექსპერტთათვის საუკეთესო კლუბია, დღესდღეობით მართლაც რომ კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ როგორც გრანდი, რომელიც ევროპულ კლუბებს თავზარს სცემს, სულ რაღაც 5 წლის წინად ჩამოყალიბდა. ზუსტად 5 წლის წინ ''ბარსელონამ'' მოიგო მეორე ლიგის თასი და ერთი ნაბიჯით მიაუხლოვდა რაულ გონსალესს. სულ რაღაც 3 წელი დასჭირდა ''მომავლის გუნდს'' მესამე ტიტულის მოსაპოვებლად, კატალონიელებმა აიხდინეს ნატვრა, გაუთანაბრდნენ რაულ გონსალეს ბლანკოს და უკვე წელს, შანსი აქვთ გაუსწრონ მას...
ვერ გეტყვით შესძლებენ თუ არა ''ბარსელონას'' ფეხბურთლები ისტორიით ''მადრიდის პრინცთან'' გატოლებას, მაგრამ ცდას რომ არ აკლებენ ფაქტია და წარსულის იარებსაც ნელ-ნელა იშუშებენ. მეოცე საუკუნეში უსაქმოდ ყოფნის შემდეგ ოცდამეერთეში ბრძოლა გადაწყვიტეს, ვერავინ იტყვის რამდენად დიდია იმის შანსი ''დაქოქილმა'' კატალონიელებმა ბოლომდე ასე განაგრძონ ბურთაობა, მაგრამ 28 მაისს, ლონდონელთათვის საამაყო ''უემბლის'' სტადიონზე ისინი შეეცდიან მიმდინარე საუკუნეში მესამე ხოლო ისტორიაში მეოთხე ჩემპიონთა თასი დაისაკუთრონ, ამით მადრიდელთა ლეგენდა რაულ გონსალესთან ანგარიში 4:3 გახადონ, ხოლო თვით მადრიდის ''რეალთან'' სხვაობა ''სულ რაღაც'' 5-მდე შეამცირონ...
* შეგახსენებთ რომ ''ელ კაპიტანოს'' ''ბარსელონას'' კარი 15-ჯერ აქვს აღებული და სულ რაღაც 3 გოლით ჩამორჩება ალფრედო დი სტეფანოს, რომელმაც კატალონიელთა სახლში 18-ჯერ დადო ბურთი... *
1997–98(1)+1999–00(1)+2001–02=1991–92(1)+2005–06(1)+2008–09(1)
3=3
- 23 მაი 2011
- 6 466
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.