''დიდი თურქობა'' მადრიდში!

დონ ფლორენტინო პერესის ფანტაზიას საზღვარი რომ არ აქვს ეს ყველასათვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ მისი სატრანსფერო პოლიტიკა დღემდე ახერხებს საფეხბურთო ექსპერტების გაოცებას...

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, მადრიდის ''რეალმა'' გადაწყვიტა ორი ახალგაზრდა გერმანელი(თურქი) ფეხბურთელის შეძენა, ესენი იყვნენ: მესუთ ოზილი და სამი ხედირა... ბერლინის კედლის დასავლეთ მხარეს მოქცეულ თურქებს ვერც კი წარმოედგინათ თუ ოდესმე სანტიაგო ბერნაბეუს ხასხასა მინდორს გათელავდნენ, მაგრამ ''ბუნდესნაკრების'' კარგმა თამაშმა თუ შარშანდელი მსოფლიო პირველობის არბიტრაჟის ''გენიალურმა'' მსაჯობამ მათ გზა გაუხსნა მადრიდისაკენ.
იღბალიც არის და იღბალიც, მიხაელ ბალაკის ტრამვამ შანსი მისცა ახალგაზრდა ფეხბურთელს ''მშობლიური'' გერმანიის ნაკრების ღირსება დაეცვა. წავიდა რა სამხრეთ აფრიკაში და თავის გუნდს ბალაკისებურ სტილში გაუწია დახმარება.

პროფესიონალური კარიერა ჩვენებური ლევან კობიაშვილის მხარდამხარ, გელზენკირხენის ''შალკეში'' დაიწყო. შემდეგ იყო ბრემენის ''ვერდერი'' და ბოლოს მისი უდიდებულესობა ''რეალი''. 22 წლის ბიჭის კვალობაზე ოზილმა შესანიშნავად იასპარეზა და წლევანდელ სეზონში 52-ჯერაც მოირგო ''ლოს ბლანკოსის'' მაისური, აქედან 10 გოლი და 24 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ ''რეალს'' უნიჭიერესი ფეხბურთელი შერჩა ხელში, რომელიც ჯერ კიდევ იწყებს აღმასვლას, ბურთი და მოედანი რომ არ აკლია ''თურქს'' ეს ფაქტია - მხოლოდ საკუთარი ნიჭის რეალიზებაღა დარჩა...

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე მადრიდულ გრანდს შეუერთა სამი ხედირაც, ისიც ბერლინის კედლის დასავლეთით, ქალაქ შტუტგარტში დაიბადა. 1995 წლიდან ამავე გუნდის რიგებში ირიცხებოდა და 23 წლისას უკვე 6 წლიანი პროფესიონალური კარიერა გააჩნდა. გერმანიის ნაკრების დანაკლისის გამო სამიც გამოძახებულ იქნა ბუნდესნაკრებში და უხეიროდაც არ უბურთავია. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს თაურიც შეუგდო და ფინალის გზას აცდენილ გერმანელების მცირეოდენი სიხარული მიანიჭა. ფიზიკურად ძლიერი ''გერმანელი'', მისდამი გამოცხადებული ნდობის მიუხედავად, ვერც თუ ისე კარგ ფეხბურთს აჩვენებს, 25 ლა ლიგურ მატჩში გოლის გარეშე დატოვა მოედანი და არც დაცვითი თამაშით გამოირჩეოდა. როგორც ჩანს ჟოზეს ნელ-ნელა გულიც უცრუვდება მკლავმაგარ გერმანელზე და უკვე ლასანა დიარასაც ამჯობინებს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ შესაძლოა ფრანგმა ''ათიანმა'' ''რეალი'' დატოვოს, სამის გზა გაეხსნება ძირითადი შემადგენლობისკენ. ფერნანდო გაგოსადმი არც თუ ისე ლოიალურად განწყობილი მაურინიო ალბათ ისევ სამიზე გააკეთებს არჩევანს და ვნახოთ როგორ იბურთავებს ალონსოს მხარდამხარ გერმანელი ჩამშლელი...

* * *


ორიოდ სიტყვით უკვე ''ორიგინალ'' თურქებსაც შევეხოთ... ნური საჰინი და ჰამით ალტინტოპი ''ბლანკოსის'' ფორმას სულ მალე მოირგებენ და სავარაუდოდ შესაბამისად 26 და 27 ნომრებით იასპარეზებენ. საჰინის ტრასნფერი 10 მილიონი ევრო დაჯდა ხოლო ჰამითი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა კლუბს, ვერ გეტყვით ბუნდესლიგიდან ''თავისუფალი აგენტის'' სტატუსით წამოსულმა ფეხბურთელმა რა ხეირი შეიძლება ანახოს მადრიდულ გრანდს, მაგრამ როგორც ჩანს მომავალ სეზონში ''რეალის'' სათადარიგოთა სკამებს ''თურქული'' გათბობა ექნებათ...


არათემატური და ლოგიკას მოკლებული პოსტების გამო სტატიის კომენტარები დახურულია...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)