უეფამ მადრიდის "რეალის" საჩივარი არ დააკმაყოფილა
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" ფეხბურთელების დასჯას ითხოვდა, თავიანთი არასპორტული ქმედებების გამო, თუმცა ეს მოთხოვნა უეფამ არ დააკმაყოფილა...
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" ფეხბურთელების დასჯას ითხოვდა, თავიანთი არასპორტული ქმედებების გამო, თუმცა ეს მოთხოვნა უეფამ არ დააკმაყოფილა...
"რეალი" დანი ალვეშს, სერხიო ბუსკეტს, პედროს, პინტოს, სეიდუ კეტიასა და ვიქტორ ვალდესს ბრალს დებდა არასპორტული ქმედებებისათვის, რომელმაც "თეთრების" წაგებაც განაპირობა.
მათი თქმით, "ბარსელონას" ფეხბურთელები გამუდმებით ცდილობდნენ, მსაჯის შეცდომაში შეყვანას. შტარკის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა კი, პეპეს გაგდება იყო.
ასეა თუ ისე, უეფამ "რეალის" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა...
მოურინიოს კომენტარზე, უეფა პარასკევს კომისიას გამართავს და სწორედ იქ გადაწყდება, თუ რა განაჩენს გამოუტანენ პორტუგალიელ მწვრთნელს.
წყარო: Www.Goal.Com
- 2 მაი 2011
- 2 691
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.