ფერდინანდი და ოუენი კატალონიელების "თეატრს" აკრიტიკებენ
"ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში მადრიდის "რეალი" "ბარსელონასთან" ანგარიშით 0-2 დამარცხდა. ამის შესახებ, "მანჩესტერის" ორმა ფეხბურთელმა თავიანთ "თვითერზე" მცირე კომენტარი დატოვეს ამ მატჩის შესახებ.
ფერდინანდი:
-"პედროსა და არბელოას ეპიზოდი იყო ნამდვილი ხუმრობა. როდესაც პედრო ამ მომენტს კიდევ ნახავს, ალბათ გაიფიქრებს ეს მე გავაკეთე? რეგბის მოთამაშეები, როდესაც ამას ნახავდნენ დარწმუნებული ვარ გულიანად იცინებდნენ."
ოუენი:
-"ალვეშის საქციელმა ჩემში ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია. მისი ქმედება აბსოლიტურად მიუღებელია დიდი ფეხბურთისათვის. მას პეპეს ფეხი არ მოხვედრია და ეს დიდი შემართებით გააფორმა. თუ მე იგივე შემთხვევა მომივა და ზუსტად იგივე ძალით ვინმე მართლა მომარტყავს ფეხს და რამდენიმე წუთის შემდეგ რომელიმე ექიმი შეძლებს მის გაყუჩებას იმ დონეზე, რომ მე თამაში ისეთ ტემპში გავაგრძელო, როგორც ალვეშმა გააკეთა მე იმ ადამიანს "მწვანე შუქს" მივანიჭებ, იმ შეუძლებელისთვის რაც მან შეძლო."
ინფორმაციის წყარო: As.com
- 30 აპრილი 2011
- 5 550
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.