ადებაიორი: ""ბარსას" ფეხბურთელები მუდამ ტირიან"

ემანუელ ადებაიორის კომენტარი "ბარსელონას" ფეხბურთელებზე.

"რამდენიმე დღეში 3-ჯერ მომიწია "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში და ყველა თამაშში 10 კაცით მოგვიწია მატჩის დასრულება. ესეთ რამეს ვერასოდეს დავიჯერებდი. დღეს პეპე გააგდეს. შეიძლება, დარღვევა იყო, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მას წითელი ეკუთვნოდა. ამ ყველაფრის გადატანა გუნდს ძალიან გაუჭირდა." - განაცხადა ემანუელმა "ITV"-სთან, თამაშის შემდეგ.

"ჩვენი რწმენა ახლა ძალიან მაღალია. ახლა მხოლოდ უნდა ვირწმუნოთ, რომ "კამპ ნოუზე" ჩვენ შევძლებთ და დავამარცხებთ "ბარსელონას.""

ტოგოელმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა "ბარსას" ფეხბურთელთა ქცევებზე.

"ფეხბურთი კაცების სპორტია." - განაცხადა 27 წლის ფორვარდმა. "ყველა შეხებაზე "ბარსელონას" ფეხბურთელები, მყისვე წვებიან და ტირილს იწყებენ, როგორც ბავშვები. როდესაც ბურთზე ორივე ფეხბურთელი ერთნაირად იბრძვის, ისინი წვებიან და ტირიან. იფარებენ სახეზე ხელებს და ყველანი: მწვრთნელები, გულშემატკივრები ტირიან."

""ბარსელონა" ძალიან კარგი გუნდია, არ გამიგოთ ცუდად, მაგრამ ასეთი ქცევები უნდა შეწყვიტონ."

ინტერვიუს ბოლოს, ადებაიორმა გუნდი და მწვრთნელი გაამხნევა.

"ჩვენ ჟოზეს ვერ შევცვლით. მან ხომ ამდენი იმუშავა და როგორ შეიძლება მისი შეცვლა? როდესაც ვაგებთ, პორტუგალიელს აკრიტიკებენ, თუმცა ჩვენ იგი უბრალოდ გვიყვარს. ახლა მხოლოდ უნდა ვირწმუნოთ, რომ ფინალში სწორედ ჩვენ გავალთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები."

წყარო: Www.Goal.Com

  • Nishni
  • 28 აპრილი 2011
  • 4 332

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)