"ბარსელონა" გასაჩივრებას აპირებს???
მოუმ მაცადეთ თამაშიო !!!
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ჯერჯერობით ჭორის დონეზეა. "ბარსელონას" იურიდიული სამსახური აპირებს უეფას სადისციპლინო კომიტეტში წარადგინოს საჩივარი, რომელიც გუშინდელი შეხვედრის შემდგომ გაკეთებულ განცხადებას ეხება. პრესკონფერენციაზე მოუმ ისაუბრა უეფას ჩინოვნიკების "ბარსელონას" მიმართ სიმპათიაზე და მკაცრად გააკრიტიკა მთავარი მსაჯი შტარკი.
"–ზუსტად არ ვიცი ეს "იუნისეფის" რეკლამას დავაბრალო თუ ანხელ მარია ვირიალთან ნაცნობობას, მაგრამ შესანისნავია, როცა ეს ბერკეტები გაქვს. სამწუხაროდ სხვებს ამის საშუალება არ აქვთ." _ განაცხადა მოუმ და დასძინა, რომ გვარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელია და მან უკვე ერთხელ მოიგო ლიგა "სტემფორდ ბრიჯზე" მომხდარი სკანდალით, ხოლო ახლა სკანდალი "ბერნაბეუზე" განმეორდა.
- 28 აპრილი 2011
- 4 829
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.