"ელ კლასიკოს" პორტრეტები. ოზილი
"რეალის" რიგებში მოვიდა მესუთ ოზილი რათა მოედანზე ღირსეულად დაიკავოს გუტის ადგილი და ამავდროულად გააგრძელოს ის გერმანული ტრადიციები რაც შუსტერმა დანერგა. გუტი თვლის, რომ ოზილი არ იტანჯება მის ირგვლივ მოვლენილი სხვადასხვა საფეხბურთო მოვლენებით და ამჟამად ოზილი გამოცდას აბარებს მის წინა ორ " უფროს ძმას". შუსტერი მისგან მუდმივ სტაბილურობას მოითხოვს.
იცის გართობა და აქვს მოთმენის უნარი.
ხოსე მარია გუტიერესი, "გუტი"
ჯერ კიდევ მუნდიალის დროს მე მქონდა შეგრძნება, რომ ვხედავდი გამორჩეულ ფეხბურთელს. როდესაც ხალხი ლაპარაკობს განსაკუთრებული ფეხბურთელის შესახებ, ყველაფერი ხშირად ჰბადებს სხვადასხვა ეჭვებს რომელიც აკავშირებს იმ დროსთან როდესაც მე ვიყავი "რეალში". ყველაზე მთავარს რასაც ამ ფეხბურთელში ვხედავ სხვისგან გამორჩეულობა და განსხვავებული სათამაშო მანერაა. როდესაც ხარ განსხვავებული ეს ბევრისთვის მიუღებელია და ბევრი ვერ ხედავს ამას ან არც უნდათ, რომ დაინახონ. ვფიქრობ ასეთი ჩვევა ადრეც იყო და სამარადისოდ იქნება.
ამ შემთხვევაში როდესაც საქმე ოზილს ეხება ვფიქრობ, რომ ბევრს უნდოდა გადაედგა ნაბიჯი (ან ზოგიც შეეცადა ნაბიჯის გადადგმას) მასთან შესახვედრად. მე ვკითხულობდი და ვისმენდი, რომ ოზილი არის ჩემნაირი ფეხბურთელი ვერსია 2.0. შეიძლება ეს ასეცაა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არის ის ფეხბურთელი რომელსაც თავისი მონდომებით შეუძლია ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი დადგეს.
ამ დროისთვის იგი საკმაოდ კარგად ასპარეზობს. გუნდისთვის აშკარად დიდი სარგებელი მოაქვს და მოედანზე კარგ ფეხბურთს აჩვენებს. მე არ შემიძლია ზუსტად დავათარიღო ის ახლო მომავალი როდესაც ოზილის პოტენციალი კვლავ გაიზრდება. ადაპტირდე ისეთ ქვეყანასთან რომელიც აშკარად ჯობია სხვადასხვა პარამეტრებით იმ ქვეყანას სადაც ის გაიზარდა და ამას გარდა ის, რომ საუბრობდე სხვა ენაზე, ხედავდე სხვანაირ ხალხს, აშკარად ურთულესია ამ ახალგაზრდა ბიჭისთვის. სხვა შემთხვევაა როდესაც შენ დაიწყებ მოგზაურობას და ასპარეზობას რათა წარმატებას მიაღწიო ისეთ საუკეთესო კლუბში როგორიც მადრიდის "რეალია". ამ შემთხვევაში ისე როგორც ეს ყველაფერი ჩემს შემთხვევაში მოხდა.
როდესაც ოზილის თამაშს ვუყურებ ვთვლი, რომ ეს ბიჭი საკმაოდ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და ამას გარდა იგი სიამოვნებას იღებს თავისი თამაშით. ეს აშკარად ნათელია.
ადვილად შესამჩნევია, როდის არიან ასეთი ფეხბურთელები ბედნიერები: არ არსებობს ვინმე ვინც შეძლებს მათ შეჩერებას, როდესაც გულშემატკივარს აჩუქებენ ერთ მორიგ ულამაზეს დღეს. როდესაც იღბალიც უმართლებს, თითქოს გაზონზე მარდად დაცურავს და ბურთი მხოლოდ ზუსტად იმ მიმართულებით მიდის რომელი მიმართულებითაც მას სურს.
მისი გერმანული მენტალიტეტი და თურქული სისხლი ჩემში ტოვებს ისეთ შეგრძნებას და განწყობას, რომ იგი ჩამოყალიბდა ნამდვილ ადამიანად. მე არ მსურს წინასწარი პროგნოზები გავაკეთო, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში იგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დადგება, რომელიც მოიპოვებს ევროპის მრავალ ტიტულს. ოზილი არ მისდევს ბურთს, იგი მისდევს მის თანაგუნდელებს და სწორედ იქაა სადაც საჭიროა. იგი ამაზეა მოტივირებული. როდესაც იგი მიიღებს ბურთს მას არ აქვს მოტივი იმისა, რომ გაუბრაზდეს ბურთს, რადგან თავის გეგმებში თუ გონებაში მუდამ ერთი აზრი ტრიალებს, რამდენი რამით შეიძლება დაეხმაროს თავის თანაგუნდელებს. სწორედ ოზილი თამაშობს შესანიშნავად როდესაც მის ხარჯზე ხშირად შეტევის უაღრესად გამწვავება ხერხდება. საუკეთესო შემთხვევაში კი ყველაფერი გოლით მთავრდება. ვთვლი იმის, რომ იგი შესაძლოა გახდეს "ელ კლასიკოს" გასაღები.
კიდევ ერთი იმედის მომცემი გერმანელი.
ბერნდ შუსტერი
ზოგჯერ მგონია, რომ გერმანიასა და მადრიდის "რეალს" შორის არის მჭიდრო და განსაკუთრებული საფეხბურთო კავშირი. ისტორია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიხსენოთ მრავალი უდიდესი მოთამაშე, რომელთაც მადრიდის "რეალის" რიგებში უამრავი წარმატების და ტიტულის მოპოვება შეძლეს, რითაც საბოლოოდ მათ გულშემატკივრების მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. თუ მე ვიქნები სამართლიანი მაშინ გეტყვით ერთს, რომ ის ორი წელი რომელიც მე "ბლანკოსის" მაისურით გავატარე არ იყო კლუბისთვის ცუდი, კლუბში იყვნენ ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები როგორებიც არიან: პაულ ბრეიტერი, ნეტცერი, ული შტილიკე და ასევე მეკარეც კი ბოდო ილგნერი. თითოელ მათგანს დიდი გრძნობით ვიხსენებ. ვფიქრობ ამ ფეხბურთელების ღირსეული მემკვიდრე გახდება ოზილიც. ის აბსოლიტურად სწორი ორიენტაციით მიდის რათა გახდეს ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი.
ჩვენ ვხედავთ საკმაოდ პერსპექტიულ და ნიჭიერ ახალგაზრდა ბიჭს. რომელიც ასევე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მისი ყურადღება, რომელიც მიმართულია მხოლოდ თამაშზე მისი მოტივაცია იმ ზონისადმი სადაც იგი იმყოფება მისი წამიერი კარგი და მშვიდი მოქმედება საბოლოოდ უძლიერეს კანდიდატს ხდის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. მან თავისი ხასიათი მაშინ გამოავლინა როდესაც იგი გადიოდა ადაპტაციას კლუბთან. მისი თამაშის ხარისხიც უმაღლესია. იგი კარგად ჩაჯდა გუნდის ურთულეს დინამიკაში, თამაშში არასდროს იმალება და ცდილობს მუდამ დაეხმაროს თავის თანაგუნდელებს. ეს მხოლოდ მისი დიდ ფეხბურთში მოგზაურობის დასაწყისია.
აჩქარება ნამდვილად არ ღირს. მას უნდა გახდეს ოქროს ბურთის უმთავრესი კანდიდატი და ამისთვის იგი დიდ შრომას აპირებს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მისი დამსახურება კლუბისადმი საკმაოდ დიდია. რაც შეეხება ამ უმნიშვნელოვანეს ტიტულს რასაც ოქროს ბურთი ჰქვია მისი დამსახურება ოზილს შეუძლია, მაგრამ არა ასე მცირე დროში. იგი უნდა იყოს მეტად სტაბილური და კიდევ მეტად უნდა განიცადოს პროგრესი. წარმატებას და გამოცდილებას დრო მოიტანს. ხოლო მას უკვე აქვს ორი უმნიშვნელოვანესი კარგი თვისება. ესენია ნდობა და სიმშვიდე.
იგი იქნება "რეალისთვის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი "ბარსას" დამარცხებაში. მას დანარჩენ გასამართ "კლასიკოებში" თავისი შესაძლებლობების მეტად წარმოჩენა და კარგი თამაში მოუწევს. წინა თამაშში როდესაც "ბარსამ" "რეალი" 5-0 დაამარცხა ოზილი ფაქტიურად არ ჩანდა ამ თამაშში. ახლა მას მეტი სიზუსტე და მეტი სისწრაფე მართებს. თუ იგი ოდნავ მოდუნდება "ბარსას თვითმფრინავები" რამდენიმე წამში გადაუფრენენ მას. თუ იგი არ დანებდება მისი ნიჭის ხარჯზე იგი ბევრს დაამტკიცებს. მერწმუნეთ მომავალი ოზილს ეკუთვნის!!!
ინფორმაციის წყარო: Real-madrid.ru
- 28 აპრილი 2011
- 2 821
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.