ვალდანო : "მსაჯმა დიდი როლი ითამაშა"

კლასიკოს დასრულების შემდეგ, მადრიდის "რეალის" გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ ჟურნალისტებთან ისაუბრა...

"დღევანდელი შეხვედრის არბიტრმა ანგარიშზე დიდი როლი ითამაშა, მან პეპე მოედნიდან გააძევა, ასეთი დონის მატჩებში წითელი ბარათი დამღუპველია. იმ ეპიზოდში ყვითელი ბარათის ჩვენება სავსებით საკმარისი იქნებოდა, როდესაც შტარკმა წითელი ამოიღო, ძალიან გამიკვირდა. 10 კაცით თამაში ძალიან გაგვიჭირდა, იმედი მაქვს უეფა კარგად შეისწავლის მსაჯთა მოქმედებებს და მსგავსი რამ აღარ განმეორდება."

"ნოუ კამპზე სათამაშოდ 11 მადრიდისტა გავა და ბოლომდე იბრძოლებს ფინალში გასასვლელად, ურთულესი დილემის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ბრძოლას არ ვწყვეტთ."

"მატჩში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, პინტოს საქციელი ნამდვილად არ გახლდათ მოსაწონი, შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა და სწორედ ამან გამოიწვია უხეშობაც."

  • Hala
  • 28 აპრილი 2011
  • 3 260

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (252)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)