"დღეს ჩვენ მოვიგებთ. ჩვენ "უემბლიზე" ვითამაშებთ"
ამ შინაარსის სიტყვები ისმოდა "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონის გარშემო დღეს მთელი დღის მანძილზე.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში ჯერ არ დაწყებული ათასობით მადრიდისტა შეიკრიბა ესპანეთის სხვადასხვა მხარიდან "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონის გარშემო. ყველანი ერთსა და იმავეს გაიძახიან: "ჩვენ მოვიგებთ და ფინალში ვითამაშებთ."
დაძაბულობა პიკს უახლოვდება და მადრიდისტები მოუთმენლად ელიან შეხვედრის დაწყებას: "მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებით და რაც მთავარია, მოგებებს ვაგრძელებთ"–აცხადებს რაულ ნიეტო, რომელიც გუადალახარადან ჩამოვიდა თავის მშობლებთან ერთად. "2:0 მოვიგებთ, კრიშტიანოსა და იოზილის გოლების წყალობით."
"უნდა მოვიგოთ, ამავდროულად თუ გოლს არ გავუშვებთ ძალიან კარგი იქნება"–ამბობს კარლოსი, ამ დროს დანიელა, ნოელი და პატრიცია მას აწყვეტინებენ შეძახილებით: "champions, champions" კოპა დელ რეის ფინალში გამარჯვების აღსანიშნავად.
მადრიდისტებს შორის არნახული ოპტიმიზმია. ბრუნო, რომელი შვეიცარიიდან ჩამოვიდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად, აცხადებს: "ჩვენ დავანხეთ ყველას, რომ შეგვიძლია მათი დამარცხება. მოურინიოს სათადარიგოთა სკამზე და კრიშტიანოს მოედანზე გამოსვლით, დროა ეს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ."
წყარო: RealMadrid.com
- 27 აპრილი 2011
- 2 437
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.