მორიენტესი მოურინიოსა და კლასიკოზე

"მადრიდის რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა FIFA–ს ვებ–გვერდთან ინტერვიუში ისაუბრა "მადრიდის რეალსა" და მის მწვრთნელზე. მან მოურინიოს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მორიენტესმა ჟოზე იმ ლიდერად შერაცხა , რომელიც "თეთრებს" ჭირდებოდათ.

"ვფიქრობ ძალიან გახსნილი ნახევარფინალი იქნება. "ბლაუგრანა" შურისძიებისთვის ემზადება. ისინი შეეცდებიან რევანში აიღონ იმ დაკარგული თასის გამო, რომელიც მათ "მადრიდის რეალმა" წაართვა. არანაკლებ მონდომებული იქნება "მადრიდის რეალი".

მორიენტესი განსაკუთრებით თბილად ჟოზე მოურინიოზე საუბრობდა. "რონალდუს სახით, მათ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ყავთ. თავად რონალდუს შესანიშნავ გარემოში იმყოფება. ჩემი აზრით, მიუხედავად ყველაფრისა, კლუბის წარმატების საიდუმლო მის მწვრთნელშია."

"ყველა კარგ და დიდ ფეხბურთელს ჭირდება გამოკვეთული ლიდერი, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ეს ადამიანი მოედანზე. მოურინიო სწორედ ასეთი ტიპის ლიდერია, ეს კი მისი გამოცდილებიდან გამომდინარე. მის ამ თვისებებს მისი ხასიათიც განაპირობებს, მან იცის, თუ როგორ უნდა მიუდგეს იმ დონის პროფესიონალებს, როგორიც "მადრიდის რეალში" არიან."

"ეს "კლასიკო" უფრო დაძაბული და სანახაობრივი იქნება. მართალი, შენი მოსისხლე მტერთან ნებისმიერი დაპირიპირება გამოსარჩევია, მაგრამ ამ ორმატჩიან დუელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს კი თავად ტიტულის პრესტიჟიდან გამომდინარე."

" "ბარსელონა" ბრწყინვალე გუნდია, მაგრამ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ თავიანთი თავგამოდებული შეტევითი ფეხბურთის თამაშის დროს, აუცილებლად შეექმნებათ პრობლემები "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ."

წყარო: Fifa.com

  • shvela
  • 27 აპრილი 2011
  • 2 315

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (324)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)