ხავი "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებზე

"ბარსელონას" ფეხბურთელმა ხავიმ ისაუბრა "მადრიდის რეალის" იმ ფეხბურთელებზე, რომელთა წინააღმდეგ მას დღეს მოუწევს თამაში.

კასილასი: "იკერზე საუბარი ძალიან ადვილია, ვინაიდან მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. მართალია ჩვენი კლუბები უდიდესი მტრები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა იკერის მიმართ."

რამოსი: "მიუხედავად "კამპ ნოუზე" მომხდარი ინციდენტისა, რამოსთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს. მან ნერვები ვერ მოთოკა მაშინ, მაგრამ მოგვიანებით მომიბოდიშა. ეროვნულ ნაკრებში ერთად ვთამაშობთ. დიდი პოტენციალი აქვს და ძალიან ძლიერია."

მარსელო: "ფიზიკურად და ტექნიკურად ძალზედ ვირტუოზილია. ვირტუალური ნიჭი გააჩნია."

ხაბი ალონსო: "უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენ ვმეგობრობთ. მისი მოძრაობა, მოედნის ხედვა, სიტუაციის ანალიზი და წაკითხვა, ბურთის ფლობა ძალიან შთამბეჭდავია."

იოზილი: "ის ხაბი ალონსოს მსგავსი ფეხბურთელია. ვნახოთ მომავალში როგორ იასპარეზებს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ მას უდიდესი ნიჭი გააჩნია."

დი მარია: "მისი თამაშით გაოცებული ვარ. ძალიან მოძრავი და სწრაფი ფეხბურთელია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე თამაში. ძალიან ძნელია მისი შეჩერება და თამაშიდან გამოთიშვა."

კრიშტიანო რონალდუ: "ის ყველაზე ინდივიდუალური ფეხურთელია, რომელიც მე ოდესმე შემხვედრია. ეს კრიტიკის სახით არ მიიღოთ. არ ვიცი, არ ვიცნობ მას იმ დონემდე, რომ ლეოს შევადარო, მაგრამ მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ის ნებისმიერთან შედარებას იმსახურებს."

მოურინიო: "ჩვენ მოურინიოზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს. ბევრჯერ დამეხმარა. ის ნამდვილი გამარჯვებულია."


წყარო: As.com

  • shvela
  • 27 აპრილი 2011
  • 3 930

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 12
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (248)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)