გა"კლასიკო"ებული მსოფლიო
დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრის მორიგი თამაში ჩატარდება, სადაც ერთმანეთის პირისპირ "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე "მადრიდის რეალი" და "ბარსელონა" წარდგებიან. ამ შეხვედრამ უკვე მოხსნა რამოდენიმე რეკორდი.
"მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი რაუნდისადმი ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა. ამ შეხვედრას თვალს მიადევნებს 37 ქვეყნის მაყურებელი. თამაშის გასაშუქებლად ჩამოსულია 1 200 პროფესიონალი, აქედან 500 ჟურნალისტია, საიდანაც 132 სხვადასხვა უცხოურ მედიაგიგანტს ეკუთვნის, ხოლო 80 კი ესპანური მედიის წარმომადგენლებს.
135 კომენტატორი "სანტიაგო ბერნაბეუს" 45 სხვადასხვა წერტილიდან წაიყვანს ამ შეხვედრას პირდაპირ ეთერში. თამაშები პირდაპირ ეთერში გადაიცემა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა არგენტინა , ჩილე, ჩინეთი, ა.შ.შ, იაპონია, მექსიკო, ვენესუელა, ბრაზილია, რუსეთი, საუდის არაბეთი და ევროპისა და აფრიკის თითქმის ყველა ქვეყანაში.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი იქნება ასევე რადიომაუწყებლობის მიხედვით. ამის ფუფუნება 18 ქვეყნის წარმომადგენლებს აქვთ.
საერთო ჯამში პირდაპირ ეთერში ჩართული 71 ვიდეოკამერა და 100 ფოტოგრაფი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათ ყურადღებას ამსაღამოს არაფერი გამორჩეს.

წყარო: RealMadrid.com
- 27 აპრილი 2011
- 2 518
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.