მარსელო : "ყველას სურს თამაში"
მარსელო ვიეირამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალთან დაკავშირებით დაიგეგმა...
"გახარებული ვარ, რომ უკეთესად ვთამაშობ. ადრინდელთან შედარებით გაცილებით უფრო აგრესიული და ბრძოლისუნარიანი ვარ, ყოველი თამაშის შემდეგ უფრო გამოცდილი ვხდები."
"ხვალინდელ შეხვედრას ფავორიტი არ ჰყავს, რადგან კლასიკოში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, ეს ყოველთვის განსხვავებული დაპირისპირებაა, რომელსაც გულშემატკივარი დიდი სიამოვნებით უყურებს, იქნება დაძაბულობა, მაგრამ ამასთან ერთად ნამდვილი ჯახი. ყველას სურს ამ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება."
"ჩვენ სწორედ ისე ვმუშაობთ, როგორც მწვრთნელი გვეუბნება, ამ ეტაპზე შედეგი უმნიშვნელოვანესია. მირჩევნია გავიმარჯვო და იდეალური თამაში ვერ ვაჩვენო, ვიდრე დავმარცხდე და კარგად ვითამაშო. ესთეტიკა და მოგება რა თქმა უნდა ბრწყინვალე იქნებოდა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მიზანი კონკრეტული შეხვედრის მოგება იქნება, სტილს კი თამაშის მიხედვით შევარჩევთ."
- 26 აპრილი 2011
- 4 178
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.