დანი ალვეში: "დადებული პენალტი არასამართლიანი იყო"
გუშინ მადრიდის "რეალი" "ლა ლიგის" 32-ე ტურში კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდა. "ბარსელონას" მცველმა დანი ალვეშმა დადებულ 11 მეტრიანზე მცირე განცხადება გააკეთა.
-"დადებული პენალტი მსაჯის მხრიდან აშკარად დიდი შეცდომა იყო. მადრიდელებს პენალტი არ დაუმსახურებიათ. იყო მომენტები როდესაც "ბარსელონას" წინააღმდეგ სერიოზულად დაირღვა წესები, მაგრამ მსაჯს ამის შესახებ არანაირი რეაქცია არ გამოუვლენია."
-"მიუხედავად ყველაფრისა მადრიდის "რეალმა" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. მართალია შეგვეძლო მოგებაც, მაგრამ ვფიქრობ ამ მატჩით ჩვენ რამდენიმე დიდი ნაბიჯი გადავდგით. წინ კიდევ სხვა საკმაოდ სერიოზული თამაშები გველის რომელზედაც მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია."
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 17 აპრილი 2011
- 2 821
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.