კრიშტიანუ:"ბევრს შურს ლიონელის"
დღეს "ბლანკოსის" პორტუგალიელმა ფლეიმეიქერმა კრიშტიანუ რონალდუმ "ლა ლიგაზე", ჟოზე მოურინიოზე და ლიონელ მესიზე ისაუბრა, სადაც მაგ განაცხადა, რომ უამრავ ფეხბურთელს შურს არგენტინელი გარემარბის.
"ლიონელ მესი შესანიშნავი პიროვნება და იდეალური მოთამაშეა. მან მართლაც დაიმსახურა მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშის ტიტული, 2010 წელს იგი ყველასაგან გამორჩეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" თამაშობს, მაინც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან და სხვა მის თანაგუნდელებთანაც. ვფიქრობ, რომ უამრავ ფეხბურთელს შურს ზემოთხსენებული გარემარბის".
"სეზონს საკმაოდ კარგად ვატარებ და დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ასე გავაგრძლებ. "ლა ლიგა" ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩევოდა და გამონაკლისი არც ამჟამინდელი ვითარებაა. 4 ქულა უპირატესობას ნიშნავს, თუმცა ჩვენ გაგვაჩნია იმის პოტენციალი, რომ "პრიმერა დივიზიონი" მოვიგოთ".
"მოურინიო კი უდაოდ საუკეთესო სპეციალისტია მსოფლიოში. იგი ფეხბურთელებთან მეგობრობს, რაც ძალიან დადებითი თვისებაა. პორტუგალიაში ჟოზეს დიდ პატივს სცემენ და ეს სავსებით რეალურია. დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ერთად ტიტულებს მოვიგებთ მიმდინარე სეზონში. გუარდიოლას პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მოუს ფილოსოფია ყველასაგან გამორჩეულია".
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 25 იანვარი 2011
- 4 115
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.