მოუ "ბარსას" წინააღმდეგ–ნაწილი მერვე

ამ სერიათა სტატიის ბოლო ნაწილი

ცეკვა წვიმაში

სცენა კრახით დასრულდა. სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო. ჟოზე მოურინიო, მაღლა ცისკენ აღმართული თითით , სიხარულისგან გონებაარეული, "კამპ ნოუს" გაზონზე გამოვარდა იმისთვის, რომ საკუთარ ფეხბურთელებს გადახვეოდა და მათთან ერთად ეზეიმა. ვალდესი, რომელსაც საერთოდ არ მოეწონა პორტუგალიელის ეს ორგაზმული აღნიშვნა, მოუბრუნდა ჟოზეს და თავი ვერ შეიკავა მისთვის შენიშვნის მიცემისგან. შენიშვნის მიცემა გვინახია, მაგრამ არა ასეთი. მას მისი მოედნიდან ძალით გაყვანა სურდა, მაგრამ უშედეგოდ. ყფრო ეფექტური გამოდგა მოედნის მომსახურე პერსონალი გადაწყვეტილება, რომელბმაც არც აციეს, არც აცხელეს, წვიმის მოსარწყავი იმ ადგილას ჩართეს, სადაც მოუ და მისი ამალა გამარჯვების ცეკვას ცეკვავდა. კლუბის წარმომადგენლებმა ეს "უსაფრთხოების პრობლემას" დააბრალეს. ხოლო ლაპორტამ, რომელიც კარგ ხასიათზეა , რაც არ უნდა მოხდეს, დაამატა:

"ზოგჯერ წყალიც საჭიროა!"


მოუ "ბარსას" წინააღმდეგ–ნაწილი მერვე

ჟოზე მოურინიოს კი ეს ყველაფერი საერთოდ არ აინტერესებდა. პორტუგალიელმა ის სეზონი წარმატებით ჩაამთავრა, ჯერ იყო და "ნერაძური" ფინალში გაიყვა, ხოლო ამის შემდეგ კი მათ მწვერვალი დააპყრობინა. პირველ რიგში მან მოიგო მადრიდელების გული (იქნებ სწორედ მაშინ გადაწყვიტა მან, რომ მისი შემდეგი დანიშნულების ადგილი მადრიდი უნდა ყოფილიყო). მიზეზი მარტივია. მან ხომ "ბარსელონას" მოუსპო ყოველგვარი შანსი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვება ეზეიმა "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ბარსელონისტებმა, რომლებიც მოგებათა ექსტაზში იმყოფებოდნენ, მიზნად დაისახეს აღემართათ ევროპის უპრესტიჟულესი ტიტული თავად "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელობის სტადიონზე. ეს ხომ ეპოქის ბრწყინვალე დასასრული იქნებოდა, ხოლო თავად გამარჯვება კი დაუვიწყარი. მოურინიომ ეს იცოდა, სწორედ ამაზე გაამახვილა მან ყურადღება პრეს–კონფერენციის წინა, როცა განაცხადა:

" "ბარსელონა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" თასის აწევის ავადმყოფობითაა შეპყრობილი."

"ბარსელონა" გასვლით შეხვედრაში განცდილი მარცხის (3:1) შემდეგ აგრესიული სარეკლამო კამპანიის წარმოება დაიწყო, რომელიც ბევრის ყურამდე მივიდა, ამასთანავე იყო პიკე, რომელიც მზად იყო გვარდიოლას ქადაგების გასამეორებლად:

" "ინტერის" ფეხბურთელებს საკუთარი პროფესია უნდა შევაძულოთ!"

"ბარსელონამ" მონსტრი გაზარდა, რომელმაც შემდგომში თავად "ბლაუგრანა" ჩაყლაპა.

როცა მოედნიდან 28-ე წუთზე მოტა გააძევეს ბუსქეთსთან უხეშობის გამო, მოურინიო მივიდა გვარდიოლასთან და მსაჯების დახმარებით შესაძლო გამარჯვება მიულოცა. გაძევებამ ვერაფერი ვერ ქნა გარდა იმისა, რომ გააძლიერა პორტუგალიელი სპეციალისტის ულტრა–დაცვითი სათამაშო სტილი. სტილი, რომელშიც სამუელ ეტო'ო მარცხენა მცველად თამაშობდა და რომელმაც სამუელსა და ლუსიოს მისცა საშუალება გაეჩერებინა იბრაგიმოვიჩი. პიკეს გვიან გატანილი გოლი კი უკვე აღარაფერს არ ცვლიდა. ოცნება დაიმსხვრა, ხოლო მოურინიომ კი აღმოჩენა გააკეთა:

"მე მათი მტერი ვარ. საკუთარ კარიერას ისე დავასრულებ, რომ "ბარსელონას" არასდროს არ გავწვრთნი."


წყარო: El Mundo

  • shvela
  • 29 ნოემბერი 2010
  • 3 173

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)