marca-ს გამოკითხვა
მსოფლიოს ერთერთმა პოპილარულმა საიტმა, marca-მ მოახლოებულ ''ელ კლასიკოსთან'' დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა. გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს.
გამოკითხვა მიმდინარეობს უკვე ერთი თვეა. მასში მონაწილეობა მიიღო marca-ს 234 000 ათასმა მომხმარებელმა.
ჟურნალისტებმა შეადგინეს სამი გამოკითხვა:
პირველ გამოკითხვაში, თუ რომელი კლუბი გაიმარჯვებს marca-ს მომხმარებლების 53.1% უპირატესობას მადრიდის რეალს ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ დასაწყისში სამეფო კლუბი გამოკითხვას უფრო დამაჯერებლად ლიდერობდა. ეს აიხსნება იმით, რომ ბარსელონამ ბოლო ხანებში თამაშის ხარისხი აშკარად გააუმჯობესა.
მეორე გამოკითხვა ეხებოდა მწვრთნელებს, აქ კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, თუ რომელი მწვრთნელი უფრო კარგად იყენებს თავის პოტენციალს, უპირატესობა აქაც სამეფო კლუბის თავკაცს, ჟოზე მოურინიოს მიენიჭა. 60.4% 39.6%-ის წინააღმდეგ. აქ სიურპრიზი არ მომხდარა, ჟოზემ თავიდანვე მიითვისა ლიდერობა, რაც სავსებით ლოგიკურია.
მესამე გამოკითხვა ეხებოდა დღესდღეობით ორ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, მესის და რონალდოს. მომხმარებლების აზრი თითქმის თანაბარი იყო, მაგრამ მცირე უპირატესობა მაინც მადრიდის რეალის ფეხბურთელს მიენიჭა 50.4% 49.6%-ის წინააღმდეგ. რონალდო და მესი დღესდღეობით სამართლიანად ითვლებიან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებად და ამ თამაშში ძალიან ბევრი რამ იქნება მათზე დამოკიდებული.
ამ თამაშში კიდევ ბევრი დაპირისპირება არსებობს, მაგრამ მე ვეთანხმები marca-ს ჟურნალისტებს და ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ ამ გუნდების მწვრთნელები და ორი ლიდერი გადაწყვეტენ თამაშის ბედს.
''ელ კლასიკო'' შედგება დღეს 24 საათზე. ამ თამაშს გააშუქებს 28 ქვეყანა. ბარსელონაში უკვე ჩასულია 891 მომუშავე პერსონალი: ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, კომენტატორები და ა.შ.
ასეთი რამ არასოდეს არ მოხდარა. ბევრი ექსპერტის აზრით ეს იქნება ''ელ კლასიკოს'' ისტორიაში საუკეთესო შეხვედრა.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 29 ნოემბერი 2010
- 4 494
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.