HALAMADRID.GE - "რეალის" გულშემატკივრები

მადრიდულ ოფისებში დეშამის გვარი გაჟღერდა
თუ სამეფო კლუბი თვალშისაცემ ცვლილებებს არ განახორციელებს და ტაქტიკურ მონახაზში ყველაფერი იგივე დარჩება, ჟოზეს მომავალიც ეჭვქვეშ დადგება.

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდულ ოფისებში უკვე გაისმა დიდიე დეშამის გვარი.

ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ ფრანგი სპეციალისტის პრაგმატიზმი და გამოცდილება სამეფო კლუბს სხვა დონეზე აიყვანს და იმ ქაოსს დაალაგებს, რაც დღემდე მაინც მძვინვარებს.

რონსერო:„„რეალისგან“ სწორედ ასეთ თამაშს ველით“
„„რეალისგან“ სწორედ ასეთ თამაშს ველით. ძალიან მიხარია, რომ გუნდმა ლაღი და სწრაფი ფეხბურთი აჩვენა.“

„წინ „ლაიფციგთან“ შეხვედრაა, შემდეგ კი „ელ კლასიკო“, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ექნება.“

„„ბლანკოსს“ ეძლევა შანსი, „ბარსელონასთან“ არსებული სხვაობა 3 ქულამდე შეამციროს და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს.“

„მიხარია, რომ იან დიომანდე ასეთ პროგრესს აჩვენებს. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გუნდს ვინისიუსის დანაკლისი არ დატყობია.“

„არდა გიულერი? ის უბრალოდ ბრწყინვალეა. თურქი ფეხბურთელი ყველა მატჩში აჩვენებს საკუთარ კლასს და საშემსრულებლო ოსტატობას.“

„ვულოცავ მილიტაოს, ის ნახევარი წლის შემდეგ დაბრუნდა და დარწმუნებული ვარ, მალე ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლებს.“

კუკურეია:„„რეალს“ შეუძლია ძალიან სანახაობრივი თამაშის ჩვენება“
„ყველა ბედნიერია. ფაქტია, რომ „რეალს“ ასეთი ლამაზი და სანახაობრივი თამაშის ჩვენება შეუძლია.“

„3 ქულა მოვიპოვეთ, ულამაზესი გოლები გავიტანეთ და ბრძოლა გრძელდება.“

„ახლა მთელ ყურადღებას ჩემპიონთა ლიგაზე მივმართავთ, შემდეგ კი „ელ კლასიკოს“ დრო დგება. დარწმუნებული ვარ, მომდევნო დღეებში მადრიდისტებს დიდ სიხარულს მივანიჭებთ.“

„ვულოცავ მილიტაოს, ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ის დაცვაში უდიდესი რესურსს შექმნის.“

„ბერნაბეუზე ერთგვარი ციხესიმაგრეა, სადაც სამეფო კლუბი განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ ვიმარჯვეთ და ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს.“

„მნიშვნელოვანია, რომ გოლები სხვადასხვა მოთამაშეს გააქვს. მბაპემ დუბლი გაიფორმა, ასევე გოლი გაიტანა დიომანდემ და არდამ. ეს კოლექტიური სპორტია.“

ჰაუსენი:„ჩვენ გვჭირდება თავდადებული თამაში“
„„რომასთან“ გამარჯვებამ დიდი ფსიქოლოგიური მუხტი მოგვცა, რომელიც დღევანდელ საღამოს ბერნაბეუზე გამოვიყენეთ.“

„ეს იყო მნიშვნელოვანი 3 ქულა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ახალ კვირაში გუნდი ახალ ეტაპზე გადადის.“

„საჭიროა თავდადება იმისთვის, რომ ჯერ „ლაიფციგი“, შემდეგ კი შესანიშნავ ფორმაში მყოფი „ბარსელონა“ დავამარცხოთ.“

„ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებულ კონცენტრაციას და ენერგის მოითხოვს, შემდეგ კი „კამპ ნოუზე“ ვიზიტი გვიწევს.“

„გუნდში არის საბრძოლო განწყობა და შესანიშნავი ფიზიკური მზაობა, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამარჯვება შეგვიძლია, ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“

„მილიტაოს დაბრუნება? ის არის ძალიან გამოცდილი მცველი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯება მოედანზე. დარწმუნებული ვარ, ბრაზილიელი დაიბრუნებს ძველ სისწრაფეს და გუნდს ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს.“

მილიტაო:„ამ დღეზე ვოცნებობდი“
„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ამ დღეს დიდხანს ველოდებოდი.“

„მიხარია, რომ დავბრუნდი და გუნდის დახმარება შემიძლია.“

„მომდევნო კვირებში უფროდაუფრო მეტს ვითამაშებ და ვეცდები, გუნდისთვის სასარგებლო ვიყო.“

„დღეს სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილმა პუბლიკამ ნამდვილი შოუ იხილა. დარწმუნებული ვარ, ყველა ბედნიერია, ვინაიდან „ბლანკოსმა“ ულამაზესი ფეხბურთი ითამაშა.“

„ახლა „ლაიფციგზე“, შემდეგ კი კატალონიის „ბარსელონაზე“ უნდა გადავერთოთ. ურთულესი შეხვედრები გველის.“

დიომანდე:„ძალიან ბედნიერი ვარ, კიდევ მოვუმატებ“
„ძალიან ბედნიერი ვარ, გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.“

„დარწმუნებული ვარ, კიდევ მოვუმატებ და უფრო სასარგებლო ფეხბურთელი გავხდები. ასეთი მატჩები ჩემთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას იჩენს.“

„ახლა „ლაიფციგთან“ თამაშის დროა, შემდეგ კი „ელ კლასიკოს“ ველით. რა თქმა უნდა, „ბარსელონასთან“ დაპირისპირება ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი იქნება.“

„ვიცი, რომ „კამპ ნოუზე“ თამაში ურთულესია, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, გავიმარჯვოთ.“

მილი დაბრუნდა
ჟოზე მოურინიომ ბრაზილიელ ფეხბურთელს მოედანზე გასვლის საშუალება 85-ე წუთზე მისცა.

ედერი სათამაშო კონდიციას ეტაპობრივად იბრუნებს, მომდევნო 3 კვირის განმავლობაში მისი სათამაშო დრო ეტაპობრივად გაიზრდება.

ამ ეტაპისთვის მილიტაოსთვის ნახევარ საათზე მეტი რეკომენდებული არ არის.

მბაპე:„„ელ კლასიკოს“ მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება“
„ძალიან სანახაობრივი და ინტენსიური მატჩი იყო. ყველაფერი გამოგვდიოდა, ეს კი რა თქმა უნდა, მეტ თავდაჯერებულობას გვაძლევს.“

„„რომასთან“ შეხვედრამ გუნდი ფსიქოლოგიურად დამუხტა და ბერნაბეუზე ნამდვილი შოუ ვიხილეთ.“

„ყოველთვის მიხარია, როდესაც გოლები გამაქვს და გუნდს ვეხმარები.“

„ახალი კვირა რთული იქნება, ჯერ „ლაიფციგი“, შემდეგ კი კატალონიის „ბარსელონა“. უნდა აღინიშნოს, რომ „ელ კლასიკოს“ მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ჩვენ გვჭირდება 3 ქულა და ამისთვის ყველაფერი უნდა ვიღონოთ.“

მოურინიო:„დიომანდეს განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს“
„ეს ძალიან სანახაობრივი, მომენტებით დახუნძლული და ეფექტური თამაში იყო. სწორედ ასეთი სამეფო კლუბის ხილვა მსურს, ძალიან მიხარია, რომ გუნდს შეუძლია მსგავს სტილში თამაში.“

„ვულოცავ მილიტაოს, მისი დაბრუნება უმნიშვნელოვანესია. ბრაზილიელს აქვს კოლოსალური გამოცდილება, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება.“

„„სევილიას“ მწვრთნელის სიტყვები არდა გიულერის გაძევებასთან დაკავშირებით? ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ.“

„დიომანდეს აქვს არნახული სისწრაფე, საშემსრულებლო ოსტატობა, ბურთის ფლობის უნარი, კარში დარტყმა და შრომისმოყვარეობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის სრულყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი მიზნების მიღწევა შეუძლია. ეს არის მხოლოდ დასაწყისი, მე მჯერა იანის დიდი გეგმების.“

„შემდეგი გაჩერება „ლაიფციგია“. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მესამე ტურის მოსაგებად, ამის შემდეგ კი „ელ კლასიკოზე“ გადავერთვებით.“

„რა თქმა უნდა ვფიქრობთ „ბარსელონაზე“, მაგრამ ამაზე ჯერ ვერ ვკონცენტრირდებით, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაა.“

„ვინისიუსი „ლაიფციგის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზებს.“

იან დიომანდეს საოცარი გამოსვლა
მატჩის შემდეგ აფრიკელმა ფეხბურთელმა 9.1 ბალიანი შეფასება მიიღო. მან გაიტანა ულამაზესი გოლი, ასევე გამოირჩა ულამაზესი პასებით.

დიომანდეს პროგრესი აშკარა და თვალნათლივია.

ჟოზე მოურინიო პირობას დებდა, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ, იანის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა და ასეც მოხდა.