ალვარო არბელოა უბედნიერესი ადამიანია. მას შემდეგ, რაც მათ წელს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მეორე ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, მის სასიხარულო ინფორმაციებს კიდევ ერთი შეემატა: 2016 წლამდე ის მადრიდისტა იქნება. ”თეთრების” მცველი არ მალავს თავის სიხარულს და მადლიერებას იმის გამო, რომ კლუბმა მისდამი ნდობა გამოხატა კონტრაქტის გახანგრძლივებით.
”ჩემი მდგომარეობა ამჟამად იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ გახარებული. ბედნიერებაა და საამაყოა ჩემთვის, რომ ვიყო ამ გუნდის ნაწილი. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება კონტრაქტი ორი წლით, 2016 წლამდე გამეხანგრძლივებინა. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს ჩემი ჯერა , მე მენდობა და იმედი მაქ , ასე გაგრძელდება.”
- 1 აგვისტო 2012
- 1 624
- 0
მოგეხსენებათ, მანჩესტერ სიტი გონსალო იგუაინის შეძენას უკვე ერთ წელიწადზე მეტია ცდილობს, ინგლისელებს გამალებით იბრძვიან არგენტინელისთვის...
- 1 აგვისტო 2012
- 2 004
- 0