მბაპემ აზარის გზა აირჩია
ფლორენტინო პერესი მშვიდად აკვირდება, თუ როგორ იღებს „რეალში“ გადმოსვლის ინიციატივას ფრანგი სუპერ-ვარსკვლავი.
პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებების გაურკვეველი ვადით გადადების შემდეგ, მადრიდული გრანდი იმედიანად შეყურებს მპაბეს.მეტიც, ბოლო პერიოდში ის საკმაოდ აქტიურად იყენებს მედიას „რეალთან“ საფლირტაოდ: „როდესაც ხარ ფრანგი, რა თქმა უნდა, შენი კუმირია ზიდანი.მის შემდეგ იყო კრიშტიანუ“ - განაცხადა ფეხბურთელმა ფონდის დაარსების ცერემონიაზე, სადაც ცოტათი გაკვირვებული დარჩნენ ჟურნალისტები, ვინაიდან მათ კითხვა არ დაუსვამთ მისი სამომავლო გეგმების შესახებ.
ამავე კვირაში, კილიანმა ავტორიტეტული ВВС-სა La Gazzetta dello Sport-ის ტრიბუნით ისარგებლა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გამოეხატა თავისი სიმპათიები „ბლანკოსის“ მიმართა: „მადრიდის „რეალი?“ ბავშვობიდან მეც და ჩემს ირგვლივ მყოფი ხალხიც ამაზე ვსაუბრობდით.ვფიქრობ, ახლა შესაფერი მომენტი არ არის, რადგან სეზონის შუა ნაწილია და შესაძლებელია ჩემმა კომენტარმა ზიანი მიაყენოს პარიზს“ - დასძინა 21 წლის გოლეადორმა და შემდეგ დაამატა რომ მისი „შთაგონების წყარო არის რონალდუ და არა მესი.“
ყოველივე ამის ფონზე, სამეფო კლუბის გულშემატკივართა ნაწილი დონ პერესს უმოქმედობაში სდებს ბრალს და აგრესიულ ნაბიჯებისაკენ მოუწოდებს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პრეზიდენტი გამადიდებელი შუშით ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას. ასე ხდებოდა ედენ აზარის შემთხვევაშიც. ბელგიელმა ფეხბურთელმა სწორედ თავისით გაიკვლია გზა ესპანეთის დედაქალაქისაკენ და რახან მბაპეც აზარის სცენარს მიჰყვება, რა საჭიროა ზედმეტი დაძაბულობა, მივცეთ მსოფლიო ჩემპიონს მანევრირების საშუალება.
შეგახსენებთ, რომ კილიანის კონტრაქტს „პსჟ“-სთან 2022 წლის 30 ივნისს გასდის ვადა.მილიარდერ შეიხს ამ ზაფხულს მართებს მისი სარფიანად გაყიდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო წლიდან უკვე ფრანგის კარნახით წარიმართება მოლაპარაკებები.
AS
- 24 იანვარი 2020
- 4 350
- 76
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.