სოლარი:„მუშაობას ვაგრძელებ და ინტრიგებს არ ვყვები“
სანტიაგო სოლარიმ „ვალიადოლიდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„საკმაოდ რთული მატჩი გველის, აქედან გამომდინარე, ყურადღებით უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ მოსაგებად. 3 ქულის მოპოვება მნიშვნელოვანი იქნება.“
„არ მსურს იმაზე საუბარი, თუ რა მოხდება „ვალიადოლიდთან“ დამარცხების შემთხვევაში. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვეცადოთ, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ.“
„რამოსის მხარდაჭერა? კაპიტანს პატივს ვცემ, ის გუნდს წინ უნდა გაუძღვეს.“
„მსურს, ყველაფერს წერტილი დავუსვა და განგიცხადოთ, რომ ინტრიგებს და ჭორებს არ ვყვები, მე „რეალის“ მწვრთნელი ვარ და კლუბს დავტოვებ, თუ არა ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.“
„გავწვრთნი თუ არა „რეალს“ ივლისში? ჰიპოთეტური კითხვაა, რომელზეც პასუხს ვერ გაგცემთ. ბოდიში.“
„ისკოს ფორმა? რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ის კონკურენტუნარიანი იყოს და სათამაშო კონდიციის მხრივ მოწოდების სიმაღლეზე იდგეს.“
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვემსახურები სამეფო კლუბს. რა მოხდება ხვალ და ზეგ მე არ ვფიქრობ. ჩემი მთავარი საზრუნავი ახლა „ვალიადოლიდის“ დამარცხებაა.“
„მე ყოველთვის ვაკეთებდი და გავაკეთებ მაქსიმუმს იმისათვის, რომ გუნდმა საკუთარი სახე დაიბრუნოს და უმაღლეს დონეზე ითამაშოს. ჩემთვის ყველა ვარჯიშს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არ ვუღალატებთ ფასეულობებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
„დიახ, ჩვენ დამწუხრებულები ვართ და გვტკივა ყველა მატჩი, რომელსაც ვაგებთ, მაგრამ ჩვენი გუნდის სიდიადე და ფასეულობები ყველაფერს წონის. მსურს მივმართო ქომაგებს და დავპირდე, რომ ყველაფერი წესრიგში იქნება და გუნდი კვლავ ითამაშებს უმაღლეს დონეზე. ჩვენ თვითკრიტიკა არ გვაკლია და სიტუაციას რეალურად ვაფასებთ.“
- 9 მარტი 2019
- 4 668
- 77
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.