პარიზში „რეალთან“ მატჩისთვის უკვე ემზადებიან
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალისა“ და „პსჟ“-ს ჯახის პირველი რაუნდი ბერნაბეუზე გაიმართება, საფრანგეთის დედაქალაქში განმეორებითი მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყეს...
სპორტულ მაღაზიებში გულშემატკივართა რიგები არ წყდება. ქომაგები „პსჟ“-ს მაისურებს ყიდულობენ და ცდილობენ, რომ „რეალთან“ მატჩს სრული ეკიპირებით შეხვდნენ.
გაყიდვების მხრივ, ლიდერი რა თქმა უნდა, ბრაზილიელი ნეიმარის მაისურია.
როგორც სჩანს, „რეალს“ პარიზში საოცარი საღამო დახვდება.
- 9 თებერვალი 2018
- 4 989
- 93